10 ივნისს ჯეოველ რისერჩი გამართავს ონლაინ ვებინარს, სადაც განხილული იქნება კოვიდ-19 პანდემიის ზეგავლენა ზოგად განათლებაზე. ჯეოველ რისერჩი წარმოადგენს კვლევის პირველად შედეგებს. სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები ისაუბრებენ პანდემიის დროს გამოვლენილ საგანმანათლებლო გამოწვევებზე და ზეგავლენის უარყოფითი შედეგების შესამსუბუქებელ რეკომენდაციებზე.
ვებინარი წარმოადგენს „საქართველოს განათლების ადვოკატირების პროექტის“ ნაწილს. პროექტს ახორციელებს ჯეოველ რისერჩი, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით.