GTZ ამჟამად ანვითარებს ახალ პროგრამას „დემოკრატიის, მუნიციპალური განვითარების და კანონის უზენაესობის წახალისება.“ ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მუნიციპალური მმართველობისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეფასების გზით მხარი დაგვეჭირა პროექტის განვითარებისათვის.
ჩვენი ანალიზის ძირითადადი თემები იყო:
• ადგილობრივი თვითმმართველობების განსხვავებული სტრუქტურა სამ ქვეყანაში
• ადგილობრივი თვითმმართველობის ადგილი კანონმდებლობასა და კონსტიტუციაში
• ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები როგორც კანონმდებლობის მიხედვით, ისე პრაქტიკულ გამოცდილებაში
• დაფინანსების სხვადასხვა წყაროები და ხარჯების განსხვავებული სტრუქტურა მუნიციპალიტეტებში
• დედაქალაქის გარეთ მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მიმოხილვა.
კვლევამ მოიცვა სამი ქვეყნის ადგილობრივ თვითმმართველობაზე არსებული მასალების სამაგიდო კვლევა, საბიუჯეტო ანალიზი, ექსპერტთა ინტერვიუები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მცირე გამოკითხვა.
ამ კვლევის საფუძველზე გუნდმა მოამზადა რეკომენდაციები, რის მიხედვითაც სხვადასხვა გზებით შეიძლება პროექტის წარმართვა დასახული მიზნების ეფექტურად მისაღწევად. გუნდმა ასევე მოახდინა მთლიანი პროგრამის წინასწარი მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგიის ფორმულირება.