• მთავარი გვერდი
  • ჩვენ შესახებ
  • კვლევები
  • საჯარო სკოლების რუკა (განახლება)
  • საჯარო სკოლების რუკა
  • პროფესიული განათლება საქართველოში (2010)
    სექტემბერი 29, 2010

    პროფესიული განათლება საქართველოში (2010)

    პროფესიული განათლების შესაბამისობა შრომის ბაზრის საჭიროებებთან საქართველოში

    პროფესიულ განათლებას საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აკისრია. თუ ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად ფართოვდება, აუცილებლად საჭიროა კარგად მომზადებული მუშა-ხელი, მუშა-ხელის მომზადებაში კი პროფესიული განათლების სისტემა ცენტრალურ როლს ასრულებს. თუმცა იმაში დარწმუნება, რომ პროფესიული სწავლების კურსები შეესაბამება შრომის ბაზრის საჭიროებებს საქართველოში, არც თუ ისე მარტივია. ამ პროექტის მეშვეობით მომივიხილეთ საქართველოს ეკონომიკა და პროფესიული განათლების სისტემა, იმ მიზნით, რომ გამოგვევლინა არსებული შეუსაბამობა პროფესიული სწავლების კურსებსა და შრომის ბაზარს შორის. ასევე განვიხილეთ გზები, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო უფრო უკეთ შეძლებდა კოორდინირება მოეხდინა პროფესიული სწავლების სისტემისა და ეკონომიკის მიმდინარე საფუძველზე.

    წინა წლის დასასრულისთვის, საქართველოს მასშტაბით თორმეტი ათასზე მეტი ადამიანი იყო ჩარიცხული სახელობო განათლების პროგრამებზე 42 სწავლების ცენტრში. სასწავლო პროგრამები კონცეტრირებული იყო ისეთ ძირითად დარგებზე, როგორიცაა მშენებლობა, ტურიზმი, ინფორმაციული ტექნოლოგიები და საფეიქრო წარმოება. თუმცა, ამავე დროს, არსებობს ისეთი დარგები, სადაც ტექნიკურ პერსონალზე მოთხოვნა მაღალია, მაგრამ პროფესიული განათლების სისტემა არ უზრუნველყოფს შესაბამისი ხელობების სწავლებას. ისეთი დარგები, როგორიცაა კომუნალური მომსახურება, რკინიგზა, ფოლადის მრეწველობა, საკვების გადამუშავება, ლოგისტიკა და გადაზიდვები თითქმის საერთოდ არ არის მოცული. შესაბამისად, ამ დარგებში კადრების მომზადება ძირითადად ადგილზე ხდება.

    ამ კვლევის მიზანია, გამოიკვლიოს ის დარგები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ საჭიროებენ პროფესიული განათლების ტრენინგებს, პროფესიული განათლების სისტემა არ უზრუნველყოფს შესაბამის ტრენინგებს, გამოვიკვლიოთ შეუსაბამობის მიზეზები და მისი გამოსწორების შესაძლო გზები.

    პროფესიული განათლების შეუსაბამობის კვლევა (2010) – (ინგლისურად)