• მთავარი გვერდი
  • ჩვენ შესახებ
  • კვლევები
  • საჯარო სკოლების რუკა (განახლება)
  • საჯარო სკოლების რუკა
  • მობილური ტელეფონების გამოყენების შესაძლებლობა ფულადი გზავნილების განსახორციელებლად (2009)
    სექტემბერი 6, 2009

    მობილური ტელეფონების გამოყენების შესაძლებლობა ფულადი გზავნილების განსახორციელებლად (2009)

    კვლევა ეხება იმას, თუ რამდენად გამოსადეგია მობილური ბანკინგის სისტემა საქართველოში, და თუ გამოსადეგია, რამდენად შეიძლება გამოიყენებოდეს საერთაშორისო გზავნილების განსახორციელებლად. საერთაშორისო გზავნილებისათვის მობილური ბანკინგის გამოყენება მოითხოვს ორ სხვადასხვა ელემენტს და ეს კვლევითი პროექტი იკვლევს ორივე მათგანს. პირველი, მანამ სანამ მობილური ტელეფონებით საერთაშორისო გადახდები ამოქმედდება, საჭიროა ეროვნული მობილური ბანკინგის სისტემის განვითარება. მეორე, მაშინ როდესაც ეროვნული სისტემა განვითარდება, საჭირო გახდება მისი მიბმა საერთაშორისო გზავნილების გადაცემის სისტემაში. ამ კვლევითმა პროექტმა შეაფასა როგორც გამოსადეგობა, ასევე ბიზნეს ლოგიკა და განვითარების გავლენა ორივე საფეხურზე.

    მობილური ბანკინგის თუ „ემბანკინგის“ გამოყენებამ ბევრ ქვეყანაში გაზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც აქვთ ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობა, იმისათვის რომ გამოიყენონ ეს სერვისები უფრო იაფად. სისტემას გააჩნია ორი კომპონენტი. პირველი, მობილური ტელეფონებს აქვთ თავის კრედიტ-ბალანსი ელქტრონულ საფულეში და გზავნიან ამ თანხას სხვადასხვა ტელეფონებს შორის. ეს საშუალებას აძლევს ტელეფონს, რომ განახორციელოს ქვეყნის შიდა გზავნილების სისტემა, სადებეტო ბარათის სახით (მომხმარებლებისათვის) და გასაყიდი მოწყობილობა გამყიდველებისათვის. მეორე, სისტემა, როგორც წესი, იყენებს გამყიდველი „აგენტების“ ქსელს, იმისათვის რომ მოაგროვოს ან გასცეს ნაღდი ფული სისტემიდან. მას შემდეგ, რაც ეს ტექნოლოგია მოწყობის დაბალ ხარჯებს და „აგენტის“ მუშაობაც საკმაოდ იაფი იქნება, ეს ყველაფერი საშუალებას მისცემს საბანკო სერვისების მსგავსი მომსახურების განვითარებას ისეთ დასახლებულ პუნქტებშიც კი, სადაც ბანკის ფილიალის გახსნა მომგებიანი არასდროს არ იქნებოდა.

    საქართველოს მობილური ბანკინგისათვის საკმაოდ კარგი საფუძველი გააჩნია, რადგან მაღალია მობილური ტელეფონების გამოყენების დონე და იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც არ იყენებენ საბანკო მომსახურებას, ასევე არ არსებობს მკვეთრი საკანონმდებლო სიძნელეები. ქვეყნის მცირე ზომაც უკეთესია მობილური ბანკინგისათვის, რადგან შეუძლია დიდი ოდენობით ხალხს მისცეს საშუალება გამოიყენოს და ისარგებლოს მობილური ბანკინგით. ამასთანავე, თუ საქართველოს მოსახლეობის დიდი რაოდენობა გადაწყვეტს, რომ გამოიყენოს მობილური ტელეფონის ელექტრონული გადახდები, საქონლისა და მომსახურების შეძენის მიზნით, ემბანკინგი გახდებოდა ნახტომისებური ტექნოლოგია, რომელიც საქართველოს ნაღდი ფულის აქტიურად მომხმარებელ საზოგადოებას გახდდა ელექტრონული ფულის მფლობელებს. ეს კი, თავს მხრივ, უზრუნველყოფს მრავალი სახის სასარგებლო ფინანსური მომსახურების მიღებას.

    მობილური ტელეფონების გამოყენების შესაძლებლობა ფულადი გზავნილების განსახორციელებლად (2009) – (ინგლისურად)