იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებები: მსგავსი, თუმცა განსხვავებული
ეს ანგარიში მოიცავს იძულებით გადაადგილებულ პირთა 22 ახალი დასახლების და მეზობლად მდებარე მოსახლეობის კვლევას ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების ანალიზის და სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების მიმოხილვის გათვალისწინებით. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ მიმოვიხილეთ დასაქმება, სოფლის მეურნეობა და მისი განვითარების შესაძლებლობები, ინტეგრაცია და სოციალური სერვისით უზრუნველყოფა. მიღებული შედეგი კი ახალი დასახლებების შესახებ აქამდე განხორციელებულ კვლევებს შორის ყველაზე მეტად ამომწურავ ინფორმაციას იძლევა.
პროექტი განხორციელდა ქეა საერთაშორისოსთვის კავკასიაში.
მთლიანობაში, დასახლებებს შორის აღმოვაჩინეთ, როგორც მსგავსებები, ასევე ფარული განსხვავებები. ფორმალური დასაქმების მდგომარეობა კი ნამდვილად შემზარავია. იძულებით გადაადგილებულ პირთა მხოლოდ 8% და მათ გარშემო მცხოვრები მოსახლეობის 12%-ია დასაქმებული ფორმალურ სამსახურში და თითქმის არცერთი მათანი არ ფლობს საკუთარ ბიზნესს.
მკვეთრი განსხვავებაა აგრეთვე სოფლის მეორნეობაშიც, რომელიც ყველაზე დიდ არაფორმალურ საქმიანობას წარმოადგენს ამ დასახლებებში. ეს განსვავება ძირითადად გამოწვეულია მიწის ნაკვეთების მოსავლიანობის ხარისხის გამო. იძულებით გადაადგილებულ პირთა უმრავლესობას აქვთ მიწის ნაკვეთები, თუმცა მიწის ხარისხის, მორწყვის შესაძლებლობის, დასახლებიდან დაშორებული მანძილისა და სხვადასხვა რესურსების (მაგალითად, ხეხილის ხეები) ხელმისაწვდომობა მკვეთრად განსხვავებულია. იქ, სადაც მიწის ნაკვეთები კარგი ხარისხისაა, მოსავალიც შედარებით უკეთ მოდის, ხოლო ცუდი ხარისხის მიწები ძალზედ მცირე, ან თითქმის არანაირ მოსავალს არ იძლევა. ქვემოთ მოცემული ცხრილი გვიჩვენებს მიწის ნაკვეთების თვითშეფასების განსხვავებებს (ეს კვლევა არ ჩატარებულა იმის გამო, რომ წარმოდგენილიყო დასახლებებში, არამედ იმიტომ, რომ შედეგები გარკვეულ ინდიკატორებს წარმოადგენდეს).

მაშინ, როდესაც ზოგიერთი დასახლება ვითარდება და ინიციატივასაც იღებს საკუთარი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ძალიან ბევრი დასახლება მხოლოდ ძალიან მცირე დონით მიდის წინ და ადაპტაციისა და ეკონონიკური აქტივობის ძალიან მცირე ნიშნები აქვს.

ფულადი დახმარება აუცილებლობას წარმოადგენს. იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალი დასახლებების უმრავლესობა იღებს მიზნობრივ სოციალურ დახმარებას, რომელიც შეადგენს 102 ლარს 4 წევრიან ოჯახზე და ასევე მოიცავს საკმაოდ ამომწურავ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს. ამასთანავე იძულებით გადაადგილებული პირები არ იხდიან კომუნალურ გადასახადებს, იღებენ განათლების სამინისტროსაგან დაფინანსებას სახელმძღვანელოებისათვის, რამდენიმე ხნის წინ კი სასოფლო-სამეურნეო დახმარების სახით მიიღეს ტრაქტორები, უფასო თესლი და სასუქი.
თუმცა ასეთი სახის დახმარებები არასტაბილურია. წლის ბოლომდე მათ არ იცოდნენ მიიღებდნენ, თუ არა იგივე სოციალურ დახმარებას 2010 წელს (თუმცა როგორც ახლა ჩანს, მიიღებენ) და ასევე წელს არ არის ცალკე გამოყოფილი სოფლის მეურნების ბიუჯეტი იძულებით გადაადგილებული პირებისათვის.
სოციალური მომსახურების უზრუნველყოფის კუთხით უკეთესი სურათი გამოიკვეთა. ჯანდაცვისა და განათლების კუთხით (ინფრასტრუქტურა, მომსახურებისა და ხარისხის შესაბამისობა) იძულებით გადაადგილებულმა პირებმა მომსახურების უზრუნველყოფის ყველა პარამეტრი დადებითად შეაფასეს. სოციალური მომსახურების უზრუნველყოფის კუთხით ორი ძირითადი უარყოფითი ფაქტი გამოიკვეთა. პირველი, საბავშვო ბაღის ასაკის მქონდე ბავშვების მხოლოდ მეოთხედი დადის საბავშვო ბაღში (თუმცა ეს რიცხვი არც თუ ისე მაღალი იყო იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებების მეზობელ დასახლებებშიც). მეორე, მიუხედავად იმისა, რომ მათი ჯანდაცვის მომსახურება საკმაოდ მაღალ დონეზეა, ოჯახების უმრავლესობა მაინც აღნიშნავს, რომ მათ ხშირად ესაჭიროებათ ისეთი სახის სამედიცინო დახმარება, რის გადახდასაც ვერ ახერხებენ.
ინტეგრაციის სურათიც საკმაოდ დადებითად გამოიყურება. როცა იძულებით გადაადგილებულ პირთა 69%-მა განაცხადა, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან „იშვიათად“ ან „თითქმის არასდროს“ არ ურთიერთობს, მათ უსიამოვნება არ გამოუხატავთ ამ ფაქტთან დაკავშირებთ. მხოლოდ რამდენიმე კონფლიქტს ჰქონდა ადგილი იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, თუმცა ეს მხოლოდ ეთნიკური კონფლიქტი იყო ქართველ იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ოს, სომეხ ან აზერბაიჯან ადგილობრივ მოსახლეოას შორის.
რაც შეეხება ფიზიკურ ინფრასტრუქტურას, მიწის ნაკვეთების განსხვავებების გარდა გამოიკვეთა განსხვავებები სკოლების, საავადმყოფოების და მთავარი გზების კუთხითაც. კოტეჯები ერთნაირადაა მოწყობილი. კოტეჯების უმრავლესობას საპირფარეშოები გარეთ აქვთ და საერთო აბაზანები ან უკვე აშენებულია, ან შენების პროცესშია. მიწის ნაკვეთების შემდეგ ყველაზე დიდი უკმაყოფილება ზამთრის პროდუქტის სათავსოებისთვის საჭირო ფართის ნაკლებობაა, თუმცა ზოგიერთმა მოსახლემ თავად მიაშენა კოტეჯს სათავსო.
მთლიანობაში დავასკვენით, რომ მაშინ როდესაც სიტუაცია ერთნაირი ჩანდა ყველა დასახლებისათვის, როგორც ეს იყო დასაქმების საკითხში, დასახლებები მაინც მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. უფრო მეტად განვითარებული დასახლებას შეუძლია უფრო მეტად განვითარდეს ეკონომიკურად, მაშინ, როდესაც უფრო ნაკლებად განვითარებული დასახლება გარკვეული დროით მაინც არაა მდგარადი ეკონომიკური განვითარების კუთხით და საჭიროებს უფრო მეტ ჰუმანიტარულ დახმარებას.