პოლიტიკური ოპოზიცია პოსტ-რევოლუციურ საქართველოში
ანგარიშში განხილულია საქართველოს ოპოზიის სუსტი მხარეები 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში, მაშინ, როცა ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებდა პარლამენტს და იმუქრებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებითაც. ანგარშის სამი ძირითადი მიზანია: 1.აღწეროს აღნიშნული პერიოდის პოლტიკური სიტუაცია; 2. წარმოადგინოს პოლიტიკური არენა და სხვადასხვა ძირითადი ‘მოთამაშეების’ერთმანეთისადმი ურთიერთდამოკიდებულება; 3. გააანალიზოს და შეაფასოს პოლიტიკური ოპოზიციის სისუსტის მიზეზები.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პოლიტიკური ოპოზიციის სისუსტეები განპირობებულია არა არჩევნების სისტემის ნაკლოვანებებით, არამედ სამი ძირითადი მიზეზით: მთავრობის სიძლიერე ვარდების რევოლუციის შემდეგ, ოპოზიციის ნაწილის სუსტი ორგანიზებულობა და პოლიტიკური კულტურა, რომელიც ხელს უწყობს გრძელვადიან სტრატეგიულ დაგეგმვაზე აქტიურ მსჯელობას.
ოპოზიციის მარცხის შეფასება: პოლიტიკური ოპოზიცია პოსტ-რევოლუციურ საქართველოში(2006) – (ინგლისურად)