შეფასების ძირითადი ფოკუსი იყო UNDP-ს ბელორუსიაში არსებული პროექტების სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა. ამ პროექტის მეშვეობით შეფასდა საპროექტო პორტფოლიო 2006 წელს ქვეყნის სტრატეგიული პროგრამული დოკუმენტის მიზნებთან შესაბამისობის გათვალისწინებით. ამ პროექტმა ასევე განსაზღვრა პროგრამული ფოკუსის ეფექტურობა UNDP-ის შესაძლებლობების, სამთავრობო პრიორიტეტების სტრუქტურის და საერთაშორისო სიტუაციის ცვლილების გათვალისწინებით.
პორთფოლიო მოიცავდა მთლიანობაში 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 44 პროექტს, შემდეგ დარგებში:
• ეკონომიკური ზრდა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესება
• ეფექტური და პასუხისმგებლური მმართველობა
• გარემოს მდგრადობა
• ჩერნობილის ტერიტორიის რეაბილიტაცია და მდგრადი განვითარება
• საზღვარგარეთთან თანამშრომლობა
შეფასებითმა კვლევამ შეაფასა ინდივიდუალური პროექტები წინასწარი განსაზღვრული შედეგის, რეალური შედეგისა და თავდაპირველი სტრატეგიული გეგმის გავლენის მიზნების გათვალისწინებით. ამას გარდა, ჩვენ გამოვიყენეთ ბელორუსიის ფართო სპექტრის დამოუკიდებელი ანალიზი, ასევე მმართველებთან ინტერვიუები, რათა განვესაზღვრა სხვადასხვა პროექტების დარგებზე მთლიანი თემატური გავლენა .
ჩვენ ასევე შევაფასეთ, იქნებოდა თუ არა ერთიდაიგივე დარგობრივი პრიორიტეტები შესაბამისი, გაერთიანებული ერების განვითარების დახმარების ჩარჩო-პროგრამის (UNDAF) ან ქვეყნის მომდევნო პროგრამული დოკუმენტის ბოლო ორი წლის გეგმის ფორმულირებისათვის. ამ შეფასების პროცესში მხედველობაში იქნა მიღებული ეკონომიკური კონტექსტისა და სამთავრობო პრიორიტეტების ცვლილება, ასევე ახალი განვირათების ორგანიზაციების გამოჩენა, რომლებიც იმ პერიოდში იწყებდნენ ბელორუსიაში ხელახალ შესვლას.