კვლევაზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკა აუცილებელია რეგიონის ყველა ქვეყნის წარმატებული განვითარებისთვის. სამწუხაროდ, პოლიტიკური დღის წესრიგი ხშირად ახდენს არასასურველ ზეგავლენას საჯარო პოლიტიკის ანალიზზე. ჩვენს მიერ განხორციელებულ განვითარების პროექტებში ცენტრალური ადგილი უჭირავს საჯარო პოლიტიკის გარემოსა და მმართველობის სტრუქტურის დამოუკიდებელ ანალიზს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საჯარო პოლიტიკის შესახებ დისკუსიების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, ჩვენ მიზნად ვისახავთ საჯარო პოლიტიკის შესახებ დებატებში ჩართულობის ზრდას.
კვლევა ეკონომიკური განვითარების საფუძველს წარმადგენს. GeoWel დაგეხმარებათ სიღრმისეულად გაიაზროთ ეკონომიკურ განვითარებისათან დაკავშირებული საქმიანობა. ეს გულისხმობს ცალკეული პროდუქციისა და დარგების ანალიზს და ასევე ბიზნესისა და მმართველობის გარემოს საერთო მიმოხილვას.
ჩვენ გთავაზობთ:
ჩვენს რეგიონში რთულია პოლიტიკური რეფორმების შესახებ ობიექტური შეფასებების პოვნა. ჩვენ ვახორციელებთ ანალიზს იმისთვის, რომ მოვახდინოთ მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირება და ვატარებთ ტრენინგებს ადვოკატირების ჯგუფებისთვის კვლევის ეფექტურად გამოყენების შესახებ. ასევე გთავაზობთ პოლიტიკური გარემოს ანალიზს, რომელიც დაეხმარება ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები ინვესტიციებისა და ამ ინვესტიციების კონტროლის შესახებ.
ჩვენი მონიტორინგისა და შეფასების პროცესი ხშირად სცილდება დამკვეთი ორგანიზაციების მოთხოვნებს, რადგან ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ მიმდინარე პროექტების გაუმჯობესებაზე და მომავალი პროექტების განვითარებაზე.
ადგილობრივი გარემოს სიღრმისეული ცოდნა ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს განვითარების პროექტების გრძელვადიანი შედეგები გავაანალიზოთ. ჩვენ ვაფასებთ არა მხოლოდ პროექტების უშუალო შედეგებს, არამედ ასევე მათ სოციალურ გავლენასაც. ადგილობრივი გარემოს სიღრმისეული ცოდნა ასევე საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ, თუ რა ფაქტორები ახდენენ გავლენას კონკრეტულ პროექტზე, მაგალითად მმართველობის სტრუქტურა ან ცვალებადი ეკონომიკური მდგომარეობა. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს მომავალ პროექტებში წარსულის გამოცდილების გათვალისწინებას.
ბიზნესმენებს, რომლებიც ჩვენს რეგიონში შემოსვლას ან საქმიანობის გაფართოებას აპირებენ, რამდენიმე ტიპის კვლევით მომსახურებას ვთავაზობთ.
პროექტის წინასწარი შეფასება და ფინანსური ანალიზი
ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ, რამდენად შესაძლებელია ამა თუ იმ იდეის განხორციელება. ჩვენს მკვლევრებს ამ მხრივ უკვე აქვთ გამოცდილება პარკინგის, კომუნალური გადასახადების და ტელეკომუნიკაციის სექტორებში საქართველოში, ასევე უძრავი ქონების სექტორში რუსეთსა და საქართველოში.
ეს შესაძლებელია მოიცავდეს ისეთ მარტივ მომსახურებას, როგორიცაა ძირითადი ფაქტებისა და ინფორმაციის მოძიება, ან ისეთ კომპლექსურ კვლევას, როგორიც ბიზნესის წინასწარი დაგეგმვაა. ეს შეიძლება ითვალისწინებდეს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზს და სხვადასხვა ბიზნესმოდელებზე დაფუძნებულ შემოსავლების პროექტირებას.
ქვეყნის რისკიანობის ანალიზი/დარგობრივი ანალიზი
ქვეყნის რისკიანობის ანალიზს შეუძლია მოგცეთ ინფორმაცია კონკრეტული პრობლემების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა სექტორში განსხვავებული იქნება. ჩვენ ასევე შეგვიძლია შემოგთავაზოთ დარგობრივი ანალიზის მოკლე და მკაფიო ანგარიში. ეს მოიცავს ინფორმაციას კონრეტულ სფეროში მოქმედი სუბიექტების, პროდუქტზე სავარაუდო მოთხოვნის, ასევე ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური რისკფაქტორების თაობაზე.
სოციალური გავლენის ანალიზი
ბევრი კომპანია ამჟამად ახორციელებს სოციალური გავლენის ანალიზს, როგორც პოტენციური პროექტის ნაწილს, ან კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე. GeoWel Research-ის გამოცდილება როგორც ბიზნესანალიზის, ისე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სამუშაოების კუთხით განაპირობებს ჩვენი ორგანიზაციის მიერ ასეთი ტიპის სერვისის მაღალ დონეზე შესრულებას.