• მთავარი გვერდი
  • ჩვენ შესახებ
  • სტატიები და ბლოგი
  • საჯარო სკოლების რუკა (განახლება)
  • საჯარო სკოლების რუკა
  • რომელია საქართველოს ყველაზე ღარიბი რეგიონი?
    ოქტომბერი 7, 2009

    რომელია საქართველოს ყველაზე ღარიბი რეგიონი?

    რომელია საქართველოს ყველაზე ღარიბი რეგიონი?

    2009 წლის აპრილში მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს სიღარიბის აღმოფხვრასთან დაკავშირებული კვლევა მეტად საინტერესო წარმოდგენას გვაძლევს სიღარიბისა და სოციალური დახმარების კუთხით.

    ქვეყანაში სიღარიბის შემცირებასთან დაკავშირებულ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს სიღარიბის გეოგრაფიული გაფანტულობა წარმოადგენს. შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 24% არის “ღარიბი” და 9% “სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი”. თუმცა რეგიონალური ვარიაცია უზარმაზარია. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ შედეგების მიხედვით შიდა ქართლი წარმოადგენს ყველაზე ღარიბ რეგიონს, სადაც მოსახლეობის 59% ღარიბია, მაშინ როდესაც მის სამხრეთით მდებარე ქვემო ქართლის რეგიონი ყველაზე ნაკლებად ღარიბია, ამ რეგიონის ღარიბ მოსახლეობას მხოლოდ 8% წარმოადგენს. ეს ფაქტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან 2007 წელს ჩატარებული კვლევის საფუძველზე მოპოვებული მონაცემების მიხედვით ცოტა თუ იფიქრებდა, რომ სიტუაცია შიდა ქართლში ასე შეიცვლებოდა, თუმცა ომის შემდგომ სირარიბის მდგომარეობა ამ რეგიონში მკვეთრად გაუარესდა.

    მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებულ ანგარიშში სიღარიბის ყველაზე მაღალი დონე საქართველოს 3 რეგიონს აქვს; შიდა ქართლს, მას მოჰყვება კახეთი 46%-ით და მცხეთა მთიანეთი 41%-ით. ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხია იმ მხრივ, რომ ამ შედეგებზე დაყრდნობით მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სიღარიბის დაძლევისაკენ მიმართული სახსრები ამ რეგიონებისკენ უნდა იქნას ფოკუსირებული. თუმცა როგორ უნდა დავრწმუნდეთ მათ სიმართლეში?

    მეორეს მხრივ გვაქვს შედარებითი მონაცემები, რის მიხედვითაც ღარიბი ოჯახების გარკვეული რაოდენობა იღებს მიზნობრივ სოციალურ დახმარებებს. იმისათვის, რომ ოჯახი მოხვდეს სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფში, მან ძირფესვიანად უნდა დააკმაყოფილოს სოციალური მომსახურების სააგენტოს კრიტერიუმები (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ქვეუწყება). ამ პროგრამის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 11% სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფის წევრია. სსა-ს მიერ წარმოდგენილ სამიზნე სოციალურ დახმარებათა წევრი ოჯახების რეგიონალურ დაყოფას თუ შევუდარებთ 2002 წლის აღწერას, მივიღებთ მკვეთრ პროცენტულ განსხვავებას სოციალური დახმარების მიმღებ სამიზნე ჯგუფის რაოდენობასთან მიმართებაში.

    ამასთან დაკავშირებით ქვემოთ მოყვანილია შედარება სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახთა პროცენტულობასა და მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით სიღარიბის დონეს შორის სხვაობის შესახებ რეგიონების მიხედვით.

    როგორც მოსალოდნელი იყო, სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფის რაოდენობა ნაკლებია მსოფლიო ბანკის მიერ წარმოდგენილ მონაცემებზე. მაშინ როდესაც მსოფლიო ბანკის კვლევების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 24%-ია ღარიბი, მიზნობრივი სოციალური დახმარებების კვლევების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 11%-ია ღარიბი. მაგრამ ამაზე მნიშვნელოვან ფაქტს ის წარმოადგენს, რომ რეგიონების მიხედვით სიღარიბის დონე მეტად განსხვავებულია. მიზნობრივი სოციალური დახმარების მონაცემების მიხედვით რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი საქართველოს ყველაზე ღარიბ რეგიონებს წარმოადგენენ.

    თუმცა ეს ფაქტი სულაც არ მოდის წინააღმდეგობაში მსოფლიო ბანკთან, რადგანაც მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევა რეგიონების მიხედვით იმდენად მცირერიცხოვანი იყო, რომ არ შეიძლება წარმოადგენდეს ნიმუშს. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიზნობრივი სიციალური დახმარებების მიმღებთა ყველაზე მაღალი რაოდენობა მცხეთა-მთიანეთსა და გურიაშია წარმოდგენილი.

    მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მსოფლიო ბანკის მიერ წარმოდგენილი მონაცემები რეგიონების ვარიაციის შესახებ არანაირად არაა ზედმიწევნით ასახული მიზნობრივი სოციალური დახმარებების მონაცემების მიხედვით. არსებული მონაცემების მიხედვით, ქვემო ქართლის (მსოფლიო ბანკის მიხედვით სიღარიბის ყველაზე დაბალი დონით) მოსახლეობის 8% წარმოადგენს ღარიბს და მიზნობრივი სოციალური დახმარების ფარგლებში მისი 8%-ია დაფარული. შედარებისთვის, მსოფლიო ბანკის მიმოხილვა გვიჩვენებს , რომ შიდა ქართლის სიღარიბის დონე 59%ია, ხოლო მიზნობრივი სოციალური დახმარების კვლევების საფუძველზე მხოლოდ 13%.
    ყველაზე მეტად მისაღები რეაქცია ამ განსხვავებაზე იქნება ის, თუ ვიტყვით, რომ მიზნობრივი სოციალური დახმარებების ჯგუფი არის ნაკლებად მიზნობრივი (მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბანკი ანგარიშში აღნიშნავს, რომ ეს სულაც არაა ცუდი) და მკვეთრად შესამჩნევი განსხვავებების მიხედვით სსა ამჟამად ახდენს ამ ფორმულირების შესწორებას.. პრობლემას წარმოადგენს ის რომ მსოფლიო ბანკის მიერ კვლევების შედეგად მოპოვებული მონაცემები არაა ხელმისაწვდომი თავისუფლად განხილვისათვის.

    სამწუხაროა, იმიტომ, რომ მონაცემთა ბაზას შეუძლია გაგვხადოს კონფიდენციალური არა მხოლოდ მეტად საჭირო პოლიტიკური მონაცემებთან მიმართებაში, არამედ მოგვცეს იმის საშულებაც, რომ გამოვიყენოთ იგი, როგორც ქვეყანაში კვლევების წარმოების შესანიშნავი წყარო.