მართალია, საკრედიტო საკითხებთან ურთიერთობა ხშირად დამაბნეველი და არც თუ ისე მარტივია, უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავს საკითხებში დაბალი ინფორმირებულობა შესაძლოა დამატებითი ფინანსური ზარალის მიზეზი აღმოჩნდეს.
გასულ შაბათს, ფინანსური წიგნიერების ამაღლების მიზნით, People in Need Georgia-მ GeoWel Research-ის და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ექსპერტების ფასილიტაციით LAG–ის წევრებისთვის ონლაინ ტრენინგი გამართა.
ინტერაქტიული ტრენინგის დახმარებით, არაგვში, ყაზბეგსა და წყალტუბოში მოქმედი LAG-ის წევრები ადგილობრივ მოსახლეობას საკრედიტო საკითხების შესახებ საჭირო კონსულტაციებს გაუწევენ.
პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გამოწვევის ფონდისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.