• მთავარი გვერდი
  • ჩვენ შესახებ
  • სტატიები და ბლოგი
  • საჯარო სკოლების რუკა (განახლება)
  • საჯარო სკოლების რუკა
  • ავტომობილების იმპორტი და მომხმარებელთა ნდობა
    ივნისი 8, 2010

    ავტომობილების იმპორტი და მომხმარებელთა ნდობა

    ავტომობილების იმპორტი და მომხმარებელთა ნდობა

    საქართველოში ავტომობილების იმპორტის მიმოხილვა ნათლად ასახავს მომხმარებელთა ნდობის დონეს. როგორც ჩანს, მომხმარებელთა ნდობა ომს საგრძნობლად ნამდვილად არ შეურყევია და ავტო-იმპორტზე ომის გავლენა ახლა უკვე შეიძლება გაუმჯობესდა კიდეც.

    როგორც Ford-მა და General Motors-მა წინა წელს აღმოაჩინეს, ავტომობილების გაყიდვები მომხმარებელთა ნდობის მიხედვით, მომხმარებელთა ნდობა კი ამინდივით იცვლება, რადგან ხალხი თავად ირჩევს როდის იყიდოს ავტომობილი. როგორც წესი, მომხმარებელთა ნდობის დაცემა სწრაფად ზემოქმედებს ავტომობილების გაყიდვებზე.

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ახლახან გამოაქვეყნა 2008 წლის ივნისიდან საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების სია. სტატისტიკიდან მიღებული აშკარა ტენდენცია, როგორც მოსალოდნელი იყო, ნეგატიურია. 2008 წლის ივლისში 6,115 მანქანის იმპორტი განხორციელდა საქართველოში და იმპორტის დონე წლის ბოლომდე თვეში 4000-დან 6000-მდე მერყეობდა. თუმცა უკვე 2009 წლის ივლისში მხოლოდ 2074 ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის მაჩვენებლის თითქმის მესამედს შეადგენდა.

     წყარო: სტატიაში არსებული ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდი 

    მართალია, კლების ტენდენცია უცხო არაა, თუმცა გასაკვირია ის, თუ რა გვიან დაიწყო კლება. ცოტა რამ თუ ცხადყოფს, რომ ომმა ძლიერ იმოქმედა ავტო-იმპორტზე. ავტო-იმპორტის ყველაზე ძლიერი შემცირება 2009 წლის იანვარში დაიწყო. თუ გავითვალისწინებთ ავტომიბილის ყიდვისა და ჩამოსვლის დროებს (მაგალითად აშშ-დან ავტომობილის ჩამოსვლას 6 კვირა სჭირდება) ასეთი მკვეთრი დაცემა ომის შედეგებთან შედარებით მაინც დაგვიანებული იყო.

    ამ მოვლენის ყველაზე აშკარა ახსნა ფინანსური კრიზისია, რომელიც მსოფლიოს დიდი ახალი ამბავი გახდა 2008 წლის ბოლოს. მეორე დაკავშირებული მიზეზი საქართველოში განორციელებული გზავნილები შეიძლება იყოს. საქართველოს ეროვნული ბანკის მიხედვით, გზავნილების ოდენობა ზრდას მყარად განაგრძობდა 2008 წლის ბოლომდე, ხოლო შემდეგ მკვეთრი კლება დაფიქსირდა. ასევე მხოლოდ ფინანსური კრიზისი არ ყოფილა ერთადერთი მიზეზი გაზაფხულზე ავტო-იმპორტის კლების, ამ დროს ხალხი შიშობდა ზაფხულში კვლავ არ განმეორებულიყო ომი ან რაიმე პოლიტიკურ არასტაბილურობას არ ჰქონოდა ადგილი.

    ავტო-იმპორტის განხილვა ასევე საშუალებას იძლევა დავინახოთ ვინ დაზარალდა ყველაზე მეტად. გაყიდვების კლების შემდგომ ავტომობილების საშუალო ფასმა 2000$ – ით დაიწია. ეს ფარავს იმ ფაქტს, რომ სანამ საშუალო-ფასიანი ავტომობილებმა რეცესია საკმაოდ კარგად დაძლიეს, მაღალფასიანმა მანქანებმა დიდი დარტყმა განიცადეს.

    ჩვენს მიერ მოცული 18 თვის პერიოდში მანქანების საერთო მოცულობის მეოთხედის ფასი მერყეობდა 1000-დან 5000 აშშ დოლარამდე, დაახლოებით ნახევარი 5000-დან 10000 აშშ დოლარამდე და მეორე მეოთხედი 10000 აშშ-დოლარზე მეტი ღირებულების იყო.

    ავტომობილების ფასების სამივე კატეგორიიდან ყველაზე ნაკლები დარტყმა შუალედურმა ჯგუფმა მიიღო. თუ ჩვენ ერთმანეთს შევადარებთ პირველსა და ბოლო 6 თვიან პერიოდებს, ყველაზე იაფი ავტომობილების გაყიდვები 51%-ით დაეცა, ყველაზე ძვირადღირებულის 68%-ით, ხოლო საშუალო ფასიანმა ავტომობილების გაყიდვებმა მხოლოდ 28%-იანი კლება განიცადა.

    ავტო-იმპორტის კლება აისახა სხვადასხვა მოდელების ავტომობილებზეც. შედარებით დაბალფასიანი ავტომობილი Opel Astra იმპორტის დონით კვლავ ყველაზე პოპულარულ ბრენდს წარმოადგენს საქართველოში, თუმცა 2008 წლის მეორე ნახევარსა და 2009 წლებს შორის მისმა გაყიდვებმა 56%-ით იკლო. Opel Vectra-ს იმპორტმაც (მეოთხე ყველაზე პოპულარული ავტომობილი) 69%-იანი კლება განიცადა, ხოლო BMW-ს იმპორტი 63%-ით დაეცა.

    ქვემოთ მოყვანილი გრაფიკი გვიჩვენებს იმპორტის მოცულობას ფასების სამი კატეგორიის მიხედვით 18 თვიან პერიოდში.

    წყარო: სტატიაში არსებული ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდი

    როგორც გრაფიკიდან ჩანს, ის ავტომობილები, რომლის იმპორტის ოდენობამაც ბოლო დროს იმატა, საშუალო ფასის ავტომობილთა კატეგორიას განეკუვნებიან. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ იაპონური მანქანების იმპორტმა აჯობა გერმანულ და ამერიკულ ავტომობილებს. მაშინ როდესაც გერმანული ავტომობილების გაყიდვები 57%-ით შემცირდა, იაპონური მანქანების იმპორტი 20%-ით გაიზარდა, მატება კი ძირითადად გამოწვეულია Honda-ს და Subaru-ს მოდელის ავტომობილების იმპორტის ზდით.

    იაპონური ავტომობილების იმპორტის ერთ დიდ გამონაკლისს Toyota RAV4 წარმოადგენს. ქართველთათვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ავტომობილის იმპორტი 2008 წლის მეორე ნახევარსა და 2009 წელს შორის 67%-ით შემცირდა.

    რა შეიძლება დავასკვნათ ამ ანალიზიდან? როგორც ჩანს, ამ რეცესიისგან ყველაზე მეტად BMW-ს დაბურულ შუშებს მიღმა მჯდომი მძღოლები, RAV4-ის ვაკის პრინცესები და Opel-ის ტაქსის მძღოლები დაზარალდნენ. როგორც ჩანს, რეცესიის პერიოდში იაპონურმა გამძლეობამ გერმანულ მომხიბვლელობას აჯობა. ან შეიძლება სანამ მაღალშემოსავლიანი და დაბალშემოსავლიანი ადამიანები კრიზისის შედეგებს განიცდიდნენ, ქართულ საშუალო კლასს მცირეოდენი ოპტიმიზმი მაინც შერჩენია.