დაცული ტერიტორიების ფინანსური ანალიზი და პროექტის განვითარება KfW-თვის (2010)
პროექტი მოიცავდა ფინანსური დაგეგმვას, სარგებლიანობის ანალიზს და ბიუჯეტის განვითარებას საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის პროექტისათვის 9 მილიონი ევროს ფარგლებში. სარგელიანობის ანალიზმა მოიცვა საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს საბიუჯეტო ანალიზი, პროექტის კომპონენტების საოპერაციო ხარჯების შესაძლო ზრდის შეფასება, ტურისტების პოტენციალის განსაზღვრა და ტერიტორიების სერვისით მომარაგების პოტენციალი.
ბიუჯეტის ფორმულირებამ მოიცვა 8 წლიანი მრავალკომპონენტიანი პროექტის ფინანსური გეგმის განვითარება, სტანდარტიზირებული ღირებულებითი ერთეულების განვითარება, პროექტის ყველა კომპონენტის ღირებულება და მოსალოდნელი მიმდინარე ხარჯების განსაზღვრა.