ქართული ღვინის ბიზნესს დიდი დარტყმა მიაყენა რუსეთის ღვინის ემბარგომ. საქართველოს მთავრობის პასუხი ამაზე ქართული ღვინის საზღვარგარეთის ბაზრებზე აქტიურად პრომოუტირება იყო. ომის წინა პერიოდში არსებობდა რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ ეს სტრატეგია მხოლოდ ეხმარებოდა მაღალ ფასიანი ღვინის ექსპორტს. ამან გამოიწვია ორი სახის ზიანი. პირველი ის, რომ ღვინის ბაზრარს დიდი დარტყმა მიაყენა გლობალურმა რეცესიამ, ასე რომ ქართული ღვინის ექსპორტი 2009 წელს 2008 წელთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა. მეორე ის, რომ ნიშის მარკეტინგი არ იძლევა საშუალებას დიდი ოდენობით გაიზარდოს ქართული ღვინის გაყიდვები, რაც დიდად დაეხმარებოდა წართული ღვინის მცირე მეწარმეებს
2006 წლის მარტში განხორციელებული ღვინის ემბარგოს შემდეგ ექსპორტი დაეცა დაახლოებით 15%-ით ემბარგოს წინა პერიოდის გაყიდვებს მოცულობასთან შედარებით.

გრაფიკი წარმოადგენს ღვინის ექსპორტის შედარებას 2003-2009 წლების მეორე-მესამე კვარტლების მაჩვენებლების მიხედვით (პირველი კვარტალი გამოირიცხა იმის გამო, რომ 2006 წელს წინ უსწრებს ღვინის ემბარგოს და მეოთხე კვარტალი იმიტომ, რომ ჯერ არ არსებობს 2009 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემები).
ეს გრაფიკი ასახავს 6-თვიან პერიოდებს, ანუ ყოველი წლის გაყიდვების დაახლოებით ნახევარს. გრაფიკი გვიჩვენებს, რომ მიუხედავად 2007-2008 წლებში ღვინის ექსპორტის ზრდისა, 2009 წელს ექსპორტი საგრძნობლად შემცირდა. ამის ყველაზე ნათელი ახსნა გლობალური კრიზისია. თუმცა ღვინის ბიზნესი მეტად ცვალებადია მთელ მსოფლიოში, ამიტომ გლობალური კრიზისი არ შეიძლება იყოს ექსპორტის შემცირების ერთადერთი მიზეზი.
კრიზისის პერიოდში ქართული ღვინის ექსპორტის ასეთი მკვეთრი დაცემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ღვინის ფასია. ერთი ლიტრი ღვინის საშუალო გასაყიდი ფასი რუსეთის ემბარგომდე 1.95$- ს შეადგენდა (1.46$ ერთი ბოთლი). ხოლო 2006 წლის ღვინის ემბარგოს შემდეგ ექსპორტირებული 1 ლიტრი ღვინის ფასი 3.61$-მდე გაიზარდა (2.70$ ერთი ბოთლი). მართალია, ბოლო პერიოდში ღვინის ფასმა იკლო, მაგრამ ძალიან მცირე ოდენობით. 2007-2009 წლებში ღვინის ექსპორტის ფასი 3.10$-3.40$ შორის მერყეობდა (მონაცემები აღებულია იმავე წყაროდან, საიდანაც გრაფიკის მონაცემები).
ეს იგივეა, რაც 2.30$-2.50$ ერთი ლიტრის ფასი და ევროპასა თუ აშშ-ში საცალო გაიდვებით 10$ ან მეტი ღირს, რაც ქართულ ღვინოს მსოფლიოს ღვინოებს შორის ძვირადღირებილს ხდის. სავარაუდოდ ესაა მთავარი ახსნა იმისა, თუ რატომ იმოქმედა გლობალურმა კრიზისმა ასე ძლიერად ქართული ღვინის ექსპორტზე მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ღვინის ექპორტი გაიზარდა, რადგან ძვირადღირებული ღვინოების გაყიდვები დაეცა.
ეს ასევე გვიჩვენებს, რომ ღვინის ბიზნესის გაუმჯობესება ძირითადად დიდი მწარმოებლების ძალისხმევის შედეგია, მათი, ვისაც შეუძლია თავის წარმოებული ღვინო დასავლეთის ბაზარზე მარალ ფასად გაიტანონ. მათთვის ღვინის ემბარგო შესაძლოა დალოცვაც კი იყოს, რადგან საშუალება მიეცათ, ფოკუსირება მოეხდინათ უფრო მომგებიან ბაზარზე.
თუმცა ეს გაუმჯობესების სულ მცირე ან არანაირ შანსს არ აძლევს ღვინის მცირე მწარმოებლების უმრავლესობას. ეს ქვეყნისათვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, რამაც რამდენიმე უცაბედი ეფექტი მოახდინა. პირველი ის, რომ მსოფლიო ბანკის სიღარიბის ანგარიშში კახეთი წარმოადგნს მეორე ყველაზე ღარიბ რეგიონს საქართველოში სიღარიბის 46%-იანი დონით (როგორც წინა ბლოგში აღვნიშნე, ეს ანგარიში არ მოიცავს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს – იხილეთ წინა ბლოგი). მეორე ის, რომ 2009 წლის საქართველოს სოფლის მეურმეობის სამინისტროს მიხედვით ღვინის ბიზნესის მხარდაჭერისთვის სამინისტროს საპროგნოზო ბიუჯეტის 25% ანუ 28.5 მილიონი ლარია გათვალისწინებული (17.2 მილიონი აშშ დოლარი).

საქართველოს მთავრობის მთლიანი ხარჯების გათვალისწინებით ღვინის ბიზნესის მხარდაჭერის ხარჯები ძალზედ ცოტაა (0.5%-ზე ნაკლები). პრობლემა ისაა, რომ ეს სტიმულს აძლევს ფერმერებს, დარჩნენ წარმოებაში, რომელსაც მცირედან საშუალო პერიოდამდე ზრდის ძალზედ მცირე შანსები აქვს.
მცირე მეწარმეების მიერ წამოებულ ღვინოზე მოთხოვნა, როგორც ჩანს საგრძნობლად არ გაზრდილა მოკლევადიან პერიოდში 2 ძირითადი მიზეზის გამო. პირველი ის, რომ ადგილობრივი ბაზარი თითქმის სრულად გაჯერებულია. ამასთანავე სოფლის მეურნეობის სხვა სფეროებისაგან განსხვავებით, არ არსებობს იმპორტირებული სუბსტიტუტები (შემცვლელები) (ქართველები არ სვამენ იმპორტირებულ ღვინოს). ადგილობრივმა მოსახლეობამ რომ შთანთქოს არსებული სიცარიელე (to absorb the spare capacity) თითოეულმა ზრდასრულმა ქართველმა უნდა დალიოს დაახლოებით 15 დამატებითი ბოთლი ღვინო წელიწადში. ან უფრო რეალურად რომ ვთქვათ, ყველა ზრდასრულმა მამაკაცმა უნდა დალიოს 33 ბოთლი ღვინო. მეორე ის, რომ არ არსებობს სხვა ადგილობრივი ბაზარი, რომელიც რუსეთის შემცვლელი იქნება იაფი და შედარებით დაბალი ხარისხის ღვინის მოხმარებაში.
როგორც ჩანს, მცირე წარმოებლების ერთადერთ იმედს ისღა წარმოადგენს, რომ დიდი მწარმოებლები სწრაფად გაიზარდონ და გაზარდონ მოთხოვნა ყურძენზე. ამასთან დაკავშირებით შესაძლოა არსებობდეს ოპტიმიზმის საფუძველი, თუმცა მთლიანობში სიტუაცია კვლავ რთული რჩება. ექსპორტი გაიზარდა 80%-ით რუსეთის ემბარგოს შემდეგ 2 წლის განმავლობაში, მაგრამ კვლავ ემრაგომდელი მოცულობის მხოლოდ მესამედს წარმოადგენს. თუმცა არარეალურია ზრდის მოლოდნი მთავრობის, ღვინის მწარმოებლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან წახალისების შემდეგ და ასევე ის ნიშის მარკეტინგი, რაც ქართველმა მწარმოებლებმა აიჩიეს, მისი ბუნებიდან გამომდინარე ძალზედ მცირეა.
მთავარ შემოთავაზებას არ წარმოადგენს ის, რომ მთავრობამ კიდევ უფრო წაახალისოს ღვინის ექსპორტი, ან უარი თქვას ღვინის/ყურძნის მწარმოებლების მხარდაჭერაზე. თმცა ყველაზე კარგი შემოთავაზება ის იქნებოდა, თუ წავახალისებდით ხალხს, რომ ღვინის ბიზნესიდან და ყურძნის წარმოებიდან გადასულიყვნენ უფრო შემოსავლიან სოფლის მეურნეობის სფეროზე, რაც იქნებოდა არსებული სტრატეგიის გამოსადეგი დამატება და უფრო მეტად ეფექტური, ვიდრე უბრალოდ არასასურველი ყურძნის შესყიდვაა.