• მთავარი გვერდი
  • ჩვენ შესახებ
  • კვლევები
  • საჯარო სკოლების რუკა (განახლება)
  • საჯარო სკოლების რუკა
  • ომის შემდგომი დახმარების სესხის კომპონენტის ანალიზი (2009)
    სექტემბერი 29, 2009

    ომის შემდგომი დახმარების სესხის კომპონენტის ანალიზი (2009)

    დონორების ომის შემდგომ კონფერენციაზე 4,8 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დაპირებული დახარებიდან დაახლოებით 3-მა მილიარდმა (ამჟამინდელი კურსის მიხედით) სესხის სახე მიიღო. სესხის ნახევარი გადაეცა მთავრობას, ხოლო მეორე ნახევარი – კერძო კომპანიებს. ანგარიშში ზოგადად განხილულია დახმარების სესხის კომპონენტი და შემდეგი კითხვები:

    • დაგირავებული თანხის რა ნაწილი არის გამოყოფილი
    • რა რაოდენობის დახმარებას მიიღებდა საქართველო, ომი რომ არ მომხდარიყო
    • რომელი დარგებია პრიორიტეტული სესხისთვის და რამდენად შეესაბამება იგი საჭიროებების შეფასებებს
    • როგორია სახელმწიფო ვალების ზრდის საერთო გავლენა ეკონომიკაზე.

    ანგარიშის მიხედვით, თანხის უმეტესი ნაწილი გადანაწილედა (თუმცა არ დახარჯულა) წლის ბოლომდე. ის უმეტესად მოხმარდა იმ ერთი შეხედვით „ეკონომიკის სტიმულირების“ ხარჯვის პროექტებს, რომლებიც JNA-ის მოთხოვნებს შეესაბამება.

    თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ დონორების კონფერენციაზე საქართველოსათვის გადმოცემულ 3 მილიარდ აშშ დოლარის ფარგლებშიარ ყოფილა ახალი თანხები და აღნიშნული თანხა საქართველოს იმ შემთხვევაშიც გადმოეცემოდა, ომი რომ არ მომხდარიყო. 2007 და 2008 წლის საქართველოს სესხებს შორის განსხვავება კი, უმეტესად განპირობებულია საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნეს გარემოს და ფინანსთა სამინისტროს საქმიანობის გაუმჯობესებით და არა ომის შედეგებით.

    ომის შემდგომი დახმარების სესხის კომპონენტის ანალიზი (2009) – (ინგლისურად)