• მთავარი გვერდი
  • ჩვენ შესახებ
  • კვლევები
  • საჯარო სკოლების რუკა (განახლება)
  • საჯარო სკოლების რუკა
  • რეფორმები საქართველოს ფინანსურ და საბიუჯეტო სისტემაში (2009)
    ივლისი 28, 2009

    რეფორმები საქართველოს ფინანსურ და საბიუჯეტო სისტემაში (2009)

    საერთაშორისო ტექნიკური დახმარების შეწევნით 2004 წლიდან საქართველოს ფინანსური სისტემა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ახლა უკვე ყოველწლიურად გამოდის საკმაოდ დროული და დეტალური ყოველწლიური ბიუჯეტი და ნაკლებად დეტალური ოთხწლიანი ბიუჯეტი ყოველწლიურად განახლებული „ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების“ სახით. საბიუჯეტო და ფინანსური მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით თნდათანობით იხვეწება ფინანსური სისტემა, სახაზინო ანგარიშები ცენტრალიზებული ხდება და იწყება შესაბამისი ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა შემოსავლებისა და ხარჯების ასახვისათვის.

    საბიუჯეტო დაგეგმარების გაუმჯობესება ასახულია ღია საბიუჯეტო ინიციატივის (OBI) შეფასებაშიც. 53%-იანი ქულით საქართველო OBI-ს მიერ მიმოხილულ 85 ქვეყანას შორის პირველ სამეულშია (საერთო საშუალო მაჩვენებელი 39%-ია). ასევე საქართველო მეორეა გაუმჯობესების კუთხით, რადგან 2006 წლიდან საერთო მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა. ქვეყნის გაუმჯობესებებს შორის OBI გამოყოფს მრავალწლიანი ბიუჯეტირების შემოღებას, მოქალაქეთა ბიუჯეტის გამოცემას და ბიუჯეტგარეშე ფონდების გაუქმებას.

    თითოეული ეს რეფორმა საერთაშორისო ორგანიზაციებისა სამოქალაქო საზოგადოების დახმარებისა და ზეწოლის შედეგია. საშუალოვადიანი დანახარჯების ჩარჩო-პროგრამა შემუშავდა დონორების კონსორციუმის მიერ, მსოფლიო ბანკის ორგანიზებით, ხოლო ბიუჯეტგარეშე ფონდების გაუქმება უკავშირდება სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური და საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლას.

    რეფორმის ერთ-ერთ მოტივაციას წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოების, ნატოს, ევროკავშირის და საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნების დაკმაყოფილება. ბოლო დროს კი ეს საკითხი უფრო მნიშვნელოვანი გახდა. აგვისტოს ომის შემდეგ დონორების კონფერენციაზე გადაწყდა საქართველოსთვის 4.5 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფა სესხისა და დახმარების სახით. ამის გამო გახშირდა ხარჯების მონიტორინგის ინტერესი, ამასთანავე დონორი ორგანიზაციებიც ახორციელებენ საკუთარი დახმარების ხარჯების მონიტორინგს და საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეუდგნენ დახმარების გამოყენების აქტიურად თვალის დევნებას.

    თუმცაღა ხარჯების შესახებ სრული ინფორმაციის მიღება პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილია. დახმარებიდან გარკვეული ოდენობის თანხა პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით პირდაპირ ხაზინაში ჩაირიცხა. შესაბამისად ეს თანხა გამოიყენება მთავრობის საბიუჯეტო მექანიზმის მიერ. ასე, რომ დროულია გრძელვადიანი დაგეგმარების კუთხით საბიუჯეტო რეფორმის ეფექტურობის შეფასება.

    ეს კვლევა ეხება ორ ძირითად საკითხს, როგორიცაა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული საბიუჯეტო დაგეგმარების პროექტები. ასევე იკვლევს, რამდენად წარმატებულია საშუალოვადიანი დანახარჯების ჩარჩო-პროგრამა გრძელვადიანი პოლიტიკის დაგეგმარების კუთხით და რამდენად ადევნებს თვალს რეფორმის მიმდინარეობას კონტროლის პალატა.