კვლევა ჩატარდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან ერთად, იმ მიზნით, რომ დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების სახელმწიფო დეპარტამენტისათვის შეეთავაზებინათ წინადადება, შეეფასებინათ , რამდენად არსებობს სამოქალაქო მომსახურებების სფეროში ცვლილებების განხორციელების პოლიტიკური სურვილი. ანგარიშში განხილულია საზოგადოებრივი მომსახურების საბჭოსა და ასევე საზოგადოებრივი მომსახურების ბიუროს ამჟამინდელი და წარსული მოღვაწეობა, საკანონმდებლო რეფორმების ფარგლებში საზოგადოებრივი მომსახურების კოდექსში ცვლილებები და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტები ყველა დიდ სამინისტროში.
კვლევის ანგარიშის მიხედვით, არ არსებობს პოლიტიკური სურვილი სამოქალაქო მომსახურების რეფორმირებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ რეფორმირებისათვის არსებობს საერთაშორისო მხარდაჭერა, ამავე დროს სხვადასხვა დაწესებულებები მზად არიან ცვლილების გასატარებლად, ასევე, სამართლებრივი კოდექსების ცვლილებაისადმი მხარდაჭერა მთავრობის სხვადასხვა განყოფილებებიდანაც არსებობს, მაგრამ ამის მიუხედავად, სამოქალაქო მომსახურება, ჯერ-ჯერობით, ისევ შორეულ სფეროს წარმოადგენს.
სურვილი არ არსებობს, რადგან ცვლილებები შეამცირების მინისტრების ძალაუფლებას, მათ თავისუფალ არჩევანს დაიქირავონ ან გაათავისუფლონ თანამშრომლები, თანხების განაწილებას და სამინისტროს სტრუქტურირებას. ქართულ პოლიტიკურ და კულტურულ გარემოში, სადაც ძალაუფლება ცენტრალიზებულია ქარიზმატული ლიდერის გარშემო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამგვარი შეზღუდვები მისაღები გახდება. აღსანიშნავია, რომ სწორედ ის ხალხია წინააღმდეგი, ვისზეც ამგავრ ცვლილებას ექნება გავლენა. ამგვარი წინააღმდეგობების გამო დაწესებულებებმა, რომლებსაც უნდა გაეტარებინათ ეს რეფორმები გააუქმეს რეფორმირებისათვის საჭირო მიზნობრივი ფონდები.
სამოქალაქო მომსახურების სფეროს რეფორმირების შესაძლებლობები (2006) – (ინგლისურად)