• მთავარი გვერდი
  • ჩვენ შესახებ
  • საჯარო სკოლების რუკა (განახლება)
  • საჯარო სკოლების რუკა
  • საჯარო სკოლების რუკა


    რუკაზე მოცემული ინფორმაცია საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის შესახებ ეფუძნება “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს” მიერ 2018-2019 წლებში სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთვის შეგროვებულ მონაცემებს, რომელიც აღნიშნულმა სააგენტომ “ჯეოველ რისერჩს” 2019 წელს მიწოდა. ჯეოველმა სააგენტოს მიერ მოწოდებული 2,233 სკოლის შენობის ინფრასტრუქტურის შემცველი ინდივიდუალური დოკუმენტი გააერთიანა ერთ ბაზაში და ასახულია ამ გვერდზე განთავსებულ რუკაზე.

    ინტერაქციული რუკა შექმნა კომპანიამ Zaxis, ჯეოველის მიერ 2020-2021 წლებში აშშ-ს საელჩოს ფინანსური დახმარებით განხორციელებული განათლების ადვოკატირების პროექტის ფარგლებში.

    ჯეოველი მოუწოდებს განათლების პოლიტიკაზე მომუშავე პირებს, მეცნიერებს, მკვლევრებს, სკოლის მენეჯმენტსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენონ ინტერაქციული რუკა თავიანთი კვლევითი, სამეცნიერო თუ პოლიტიკის დაგეგმვის მიზნებისთვის.

    შენიშვნა: მონაცემთა შეყვანაში ცდომილებები მოსალოდნელია. შესაბამისად, რუკაზე წარმოდგენილი მონაცემების უზუსტობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით.

    უკანასკნელი პოსტები