ავტორები: ჯორჯ ველტონი, ჯეოველ რისერჩის აღმასრულებელი დირექტორი,
სტეფანი კომსა, კომსა საერთაშორისო
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ) სთავაზობს სხვადასხვა საგადასახადო შეღავათებს იმ კომპანიებს, ვინც საქმიანობას განახორციელებს ზონის ფარგლებში. კომპანიები, რომლებიც საქმიანობენ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, არ გადაიხდიან მოგების გადასახადს, ქონების გადასახადს და საბაჟო გადასახადს იმპორტირებულ პროდუქტზე, ისინი ასევე გათავისუფლებულები არიან დამატებული ღირებულების გადასახადისაგან (დღგ). თიზ-ში საქმიანობისთვის საჭირო ხარჯებში და სარგებლიანობაში უკეთ გარკვევისა და შედარების მიზნით, გამოვიანგარიშეთ მომგებიანობის მთლიანი გავლენა, თუ გავხსნიდით საშუალო ზომის მსუბუქ სამრეწველო ქარხანას გამოგონილი სახელით „კორპორაცია რუსთაველი“ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შიგნით, ან მის გარეთ.
მთლიანობაში, აღმოვაჩინეთ, რომ საგადასახადო შეღავათებმა მკვეთრად გადაწონა ბიზნესის გახსნისა და თიზ-ში საქმიანობის განხორციელების ხარჯები. ჩვენს გამოგონილ კომპანიაში, რომელსაც ბრუნვა 3 მილიონი აშშ დოლარი აქვს და პირველივე წელს განხორციელებული კაპიტალური ინვეტსიცია 2 მილიონი დოლარი, მთლიანობაში გადასახადებმა დანახარჯების დაზოგვის საპირისპიროდ შეადგინა 53,093$, ანუ 18% მოგების ზრდა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო დღგ-სგან მიღებული მნიშვნელოვანი შეღავათით.
სრული დანახარჯებისა და სარგებლიანობის ანალიზი
ჩვენს მიერ გამოგინილ კორპორაცია რუსთაველს აქვს 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წლიური ბრუნვა, პროდუქციის 50%-ის იმპორტს ახორციელებს და დამზადებული პროდუქციის 50% ექსპორტზე გააქვს, დანახარჯების სტრუქტურა ქვემოთ მოყვანილ ცხრილშია მოცემული. ასევე ჩავთვალეთ, რომ კომპანია ახორციელებს 2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას შენობის აშენებისა და მოწყობილობების შესყიდვისათვის. ამაში არ შედის მიწის შესყიდვა, რადგან რაკიას თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მიწები ქირავდება.

ჩვენს მიერ გამოგონილი მაგალითის მიხედვით, კორპორაცია რუსთაველს აქვს 30,327$-ით ყოველწლიური ხარჯი, იმის გამო, რომ საქმიანობს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ასე არ მოხდებოდა, თუ კომპანია საქმიანობას აწარმოებდა ზონის გარეთ. თუმცა, ამასთამავე, კომპანია ზოგავს 83,420$ ყოველწლიურად გადასახადების შეღავათების გამო, როგორც ეს ნაჩვენებია ცხრილში. სწორედ ამის შედეგად ვიღებთ 53,093$ წმინდა დანაზოგს, ანუ კორპორაცია რუსთაველის წლიური წმინდა მოგების 18%-ს. კორპორაცია რუსთაველი ასევე იღებს სარგებელს მოკლევადიანი ფულადი დანაზოგებიდანაც დღგ-სგან გათავისუფლების შედეგად. დღგ-ს დაზოგვით მიღებული სარგებელი გამოგონილ კომპანიაში მომავალშიც ზრდას განაგრძობს.

ხარჯების გაანგარიშებისას ჩავთვალეთ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები. რაკიას მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ჩვენ გამოვთვალეთ, რომ რაკიას თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ბიზნესის დასაწყებად 16,800$ არის საჭირო. ეს მოიცავს 3,300$ სარეგისტრაციო გადასახადს და დაახლოებით 3,500$-ს სხვადასხვა ფიქსირებულ ხარჯებისთვის და გადასახდელებისათვის. ასევე ვფიქრობთ, რომ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობისთვის საჭირო იქნება სამართლებრივი გადასახდელები და ასევე საშუალო ზომის საწარმოს გასახსნელად დაახლოებით 10,000$. ამ ხარჯებში ჩვენ არ შეგვიტანია სამშენებლო ნებართვების ხარჯები, კომუნალური გაყვანილობები, რაც თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში იგივე თანხა დაჯდება, რაც ზონის გარეთ. მოსალოდნელი 16,800$ დამატებითი ხარჯებიდან დაფინანსდება ადგილობრივად 18% და გადაიხდება უკან 5 წლის განმავლობაში, ეს წარმოადგენს ყოველწლიურ ხარჯს 5,119$-ს.
დამატებით, არის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობის ყოველწლიური ხარჯები. 8000$ ყოველწლიური ლიცენზია, გადასახდელები დასაქმებულებისათვის და ავტომობილების რეგისტრაციისათვის, ასევე დამატებითი ყოველწლიური ხარჯები. ასევე ჩავთვალეთ თავისუფალ ინდუსტროულ ზონაში საქმიანობისთვის დამატებით 4500$ მიმდინარე სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ხარჯებისათვის. როცა ჩვენ საბოლოოდ გავიანგარიშეთ ყოველწლიური ხარჯები ამორტიზაციის საწყისი ხარჯების გათვალისწინებით, მთლიანი დამატებითი ყოველწლიური ხარჯები თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობისთვის კორპორაცია რუსთაველს 30327$ უჯდება.
ეს ხარჯები არ მოიცავს განსხვავებებს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ და მის შიგნით არსებულ გასაქირავებელ ფართებზე. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მიწის შესყიდვა არ ხდება, ყველა კომპანია ვალდებულია იქირაოს ფართი. ფოთის ინდუსტრიულ ზონაში მიწის იჯარის ფასები მერყეობს სარგებლიანობის მიხედვით, თუმცა რაკიას ინფორმაციით ჩვენი გამოგონილი კომპანიისთვის მოგვიწევს 6$-ის გადახდა ერთ კვადრატულ მეტრზე (რაზეც უნდა აშენდეს შენობა) დამატებით 30$ რაკიას საწყობის ხარჯები. ასევე შესაძლებელია გადავიხადოთ დასუფთავების გადასახადებიც. ჩვენ არ შეგვიდარებია ეს ხარჯები შესყიდვის, იჯარის და/ან მშენებლობის ხარჯებისათვის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შიგნით და მის გარეთ, რადგანაც განსხვავება ძალიან დიდია და შედარებას აზრი არ ექნება. თუმცა შეიძლება დავასკვნათ, რომ იჯარის ხარჯი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უფრო მეტი იქნება, ვიდრე მის გარეთ.
ამ ხარჯების საპირისპიროდ, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობას ოთხი ძირითადი სარგებელი მოაქვს: დანაზოგები მოგების გადასახადიდან, დანაზოგები ქონების გადასახადიდან, დანაზოგები საბაჟო გადასახადიდან და მოკლევადიანი სარგებელი დღგ-დან.
საგადასახადო დანაზოგები
ყველაზე დიდი საგადასახადო შეღავათი მოგების გადასახადზე მოდის, რომელიც საერთოდ არ იხდევინება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. საქართველოში მოგების გადასახადი 15%-ის, ასე, რომ ჩვენს შემთხვევაში დანაზოგი იქნება 38220$.
მომდევნო საგადასახადო შეღავათი ქონების გადასახადია. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მიწის შესყიდვა არ მოხდება, მხოლოდ იჯარით გაიცემა. აქედან გამომდინარე, ეს შეღავათი კომპანიისათვის იმოქმედებს მხოლოდ დანადგარებსა და მოწყობილობებზე. ასეთ შემთხვევაში ქონების გადასახადი 1%-ია, ასე, რომ ჩვენს შემთხვევაში ყოველწლიურად 20000$-ს დავზოგავთ 2 მილიონი აშშ დოლარი ინვესტიციიდან.
მომდევნო სარგებელი მოდის იმპორტირებულ პროდუქციაზე საბაჟო გადასახადის დანაზოგებზე. მაშინ, როდესაც თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში იმპორტირებულ მასალებზე არ გადაიხდევინება საიმპორტო გადასახადი, დანარჩენ საქართველოში იმპორტის გადასახადის გადახდა სავალდებულოა. საგადასახადო კოდექსში წელს შესული ცვლილებებით გაიზარდა იმპორტის გადასახადით დასაბეგრი პროდუქტების სია, რომელიც იბეგრება 12%-მდე გადასახადით. გადასახადის ოდენობა კი განისაზღვრება იმპორტირებული პროდუქციის სახეობის მიხედვით. ჩვენს შემთხვევაში, ვვარაუდობთ, რომ, იმ შემთხვევაში თუ კორპორაცია რუსთაველი იქნებოდა თავსიუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ, მოუწევდა საშუალოდ 5%-ის გადახდა იმპორტირებულ პროდუქციაზე (ჩათვლილია ის ფაქტიც, რომ ზოგიერთი პროდუქტი შეიძლება დაიბეგროს და ზოგიერთი არა). თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენს მიერ მოსახმარი მასალების ნახევარი იმპორტირებულია, გადასახადი დაახლოებით 25,200$ იქნებოდა.
მოგების, ქონების და იმპორტის გადასახადებიდან მიღებული სარგებელი შეგვიძლია დავინახოთ კორპორაცია რუსთაველის წლიურ ბალანსზე.

დღგ-დან მიღებული სარგებელი
საბოლოო პოტენციური საგადასახადო შეღავათი უკავშირდება დღგ-ს. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, როგორც საზღვარგარეთიდან, ასევე საქართველოდან შესული მასალები არ იბეგრება დღგ-თი, ასე, რომ თიზ-ში არსებული კომპანიები არ გადაიხდიან დღგ-ს, მაშინ როდესაც, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ მოქმედი ორგანიზაცია ყველა შემთხევაში იხდის დღგ-ს. ეს გააუმჯობესებს ნაღდი ფულის მოძრაობის რეგულირებას, ვიდრე მხოლოდ ქვედა დონის მომგებიანობას.
თუმცა ეს მხოლოდ მოკლევადიანი ფულადი სახსრების მოძრაობიდან მიღებული სარგებელია, ეს ფასეულია თავდაპირველი მოწყობის ეტაპისათვის, მაშინ, როდესაც უცხოური კომპანიები დიდი ოდებონით დღგ-ს იხდიან კაპიტალური დანახარჯებისათვის. ჩვენს შემთხვევაში, თუ კორპორაცია იქნებოდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ, დანახარჯი ექნებოდა 250,000$-ზე მეტი (2 მილიონი აშშ დოლარის დანადგარებისა და მოწყობილობების ინვესტიციის 70%-ის 18%).
დღგ-ს სარგებელი სასარგებლო იქნებოდა ასევე ექსპორტიორებისთვისაც, რადგან დიდი ექსპორტიორები ელოდებიან დღგ-ს ანაზღაურებას მთავრობიდან, მაშინ, როდესაც ჯერაც არ აქვთ შიდა გაყიდვები, საიდანაც დღგ-ს მოაგროვებდნენ. ჩვენს შემთხვევაში, მოკლევადიანი საოპერაციო ფულადი სახსრების სარგებელი იქნება წლიურად 223,740$.
წარმოების წესი და მათი შედეგები
მაშინ, როდესაც თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებისათვის საჭირო მასალების იმპორტი არ იბეგრება, ზონაში წარმოებული მზა პროდუქცია, რომელიც ზონიდან დანარჩენ საქართველოში გასაყიდად გადის, იმის მიხედვით იბეგრება თუ რამდენადაა მიჩნეული, რომ „დამზადებულია საქართველოში“. კლასიფიკაცია „დამზადებულია საქართველოში“ მეტად მნიშვნელოვნია, რადგანაც იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტს არ აქვს მინიჭებული ეს კლასიფიკაცია და ამ პროდუქტს თიზ-ში მოქმედი საწარმო ყიდის საქართველოში, მომხმარებული იძულებული ხდება გადაიხადოს საიმპორტო გადასახადი, იმ შემთხვევაში, თუ მასალა იმპორტირებულია. ეს თიზ-ში მოქმედი საწარმოსთვის პირდაპირი ხარჯი იქნება, რაც პირდაპირ ეფექტს მოახდენს ფასის კონკუტენტუნარიანობაზე, რადგან ქართველ მომხმარებელს მოუწევს გადასახადის გადახდა. თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქონელს არ ექნება კლასიფიკაცია „წარმოებულია საქართველოში“ და თუ გასაყიდი პროდუქტი არის საიმპორტო გადასახდელით დასაბეგრი პროდუქტი.
მაშინ, როდესაც რაკია დარწმუნებულია, რომ თიზ-ში წარმოებული ყველა პროდუქტი კლასიფიცირდებული იქნება, როგორც „დამზადებულია საქართველში“, ეს კლასიფიკაცია ცოტა რთულად გასაგებია და ამჟამად ბევრი შეუსაბამობა გააჩნია. მაგალითისთვის, კლასიფიკატორის მართვის მე-10-ე მუხლის მიხედვით, „მარტივი საკონსტრუქციო ოპერაცია“ არ ჩაითვლება წარმოების ადგილად. ასევე დამზადების ადგილად განსაზღვრის მომდევნო კრიტერიუმს მიხედვით პროდუქტი ითვლება იმ ქვეყნის მიერ წარმოებულად, სადაც განხორციელდა პროდუქციის წარმოების 51% მაინც. დამზადების ადგილის განსაზღვრის კიდევ ერთი კრიტერიუმს წარმოედგენს ის, თუ სად მოხდა პროდუქტის წარმოებაში ბოლო ცვლილება. თუმცა წარმოების განსაზღვრის წესი არ იძლევა განმარტებას, რა მოხდება, თუ ეს კრიტერიუმები წინააღმდეგობაში მოვლნენ ერთმანეთთან.
მაგალითად, კორპორაცია რუსთაველის შემთხვევაში, თუ პროდუქციას იმპორტის გადასახდელით დაბეგვრა მოუწევდა, მაშინ დამატებით 75-180,000$ წლიური ხარჯი ექნებოდა კომპანიის პროდუქციის მომხმარებლებს.
კლასიფიკაცია „დამზადებულია საქართველოში“ კიდევ იმ მხრივაა მნიშვნელოვანი, რომ ასეთ დროს თიზ-ში წარმოებული პროდუქცია ექსპორტისას სარგებლობს საქართველოს სავაჭრო ხელშეკრულებებით. თიზ-ში წარმოებული და „დამზადებულია საქართველოში“ კვალიფიკაციის მქონე პროდუქცია სარგებლობს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობებით, როგორც თურქეთში, ასევე დსთ-ს ქვეყნებში, ამასთანავე GSP+ შეღავათებს ევროპასა და ამერიკასთანაც. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქცია არ მიიჩნევა, რომ „დამზადებულია საქართველოში“, მაშინ მწარმოებელი კარგავს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ უპირატესობას.
თითოეულმა მწარმოებელმა წინასწარ უნდა განსაზღვროს ეს საკითხი, მანამ, სანამ საინვესტიციო გადაწყვეტილებას მიიღებს გარკვეული რაოდენობის პროდუქტს საქართველოში გაყიდის, თუ სხვა ქვეყნებში, რომლებსაც ორმხრივი ან რეგიონალური შეთანხმებები აქვს საქართველოსთან. თავთვალოთ, რომ კორპორაცია რუსთავლის მივანიჭეთ „დამზადებულია საქართველოში“ კლასიფიკაცია და აქედან გამომდინარე, აღარ მოგვიწევს იმპორტის გადასახადის გადახდა პროდუქციის საქართველოში გაყიდვის შემთხვევაში.
მთლიანობაში, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოება საგადასახადო სარგებლიანობის კუთხით საკმაოდ პოზიტიურია. უკეთესი იქნებოდა, თუ დამზადების ადგილის განმსაზღვრელი წესი უფრო გასაგები იქნებოდა ინვესტორისათვის, რაც მისცემდა მათ მკაფიო წარმოდგენას პროდუქციის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაყიდვის შესახებ. ჩვენს ანალიზში მთლიანი დანაზოგები მეტად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი იმ კომპანიებისათვის, რომლებსაც დიდი ოდენობით საწარმოო მასალები ჩამოაქვთ (საბაჟო გადასახადის დანაზოგების მხრივ), ასევე ექსპორტზე ორიენტირებული ქვეყნებისათვის, როგორც პოტენციური დღგ-ს სარგებლიანობისათვის. ინვესტორებმა და ბიზნესმენებმა, რომლების აპირებენ თიზ-ში ფეხის მოკიდებას, რა თქმა უნდა, უნდა განახორციელონ სარგებლიანობის ანალიზი, მაგრამ ჩვენი მაგალითი ცხადყოფს, რომ თიზ-ში საქმიანობას დიდი სარგებელი მოაქვს და უზრუნველყოფს სამომავლო განსაზღვრულობასაც.