• მთავარი გვერდი
  • ჩვენ შესახებ
  • სტატიები და ბლოგი
  • საჯარო სკოლების რუკა (განახლება)
  • საჯარო სკოლების რუკა
  • ფულადი გზავნილები VS პირდაპირი უცხოური ინვესტიცები
    ოქტომბერი 12, 2009

    ფულადი გზავნილები VS პირდაპირი უცხოური ინვესტიცები

    ფულადი გზავნილები VS პირდაპირი უცხოური ინვესტიცები

    ფულადი გზავნილები საქართველოში ძალზედ დიდია. მხოლოდ ისეთ ფულად-სატრანსფერო სისტემებს თუ გავითავლისწინებთ, როგორებიც, მაგალითად, “ვესტერნ იუნიონი” და “მანიგრამია,” 2004 წელთან შედარებით (259 მილიონ აშშ დოლარი) 2008 წლისთვის ფულადმა გზავნილებმა ერთ მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. კიდევ უფრო მეტი იყო ქვეყანაში უცხოური პირადი საბანკო ანგარიშებიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების რაოდენობა და 2008 წელს ამ მაჩვენებელმა 1,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

    გასული წლის განმავლობაში, ფულადი გზავნილების აშკარა ზრდა შესაძლებელია, გავლენა არ ჰქონია ფულადი გზავნილების რაოდენობის გაზრდაზე, მაგრამ, სავარაუდოდ, განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ფულის ელექტრონულად გადარიცხვის საკომისიო საგრძნობლად შემცირდა და სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი აგზავნის ფულს ამ გზით. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, გზავნილების ღირებულება რუსეთსა და საქართველოს შორის საშუალოდ 2.2% შეადგენს და ყველაზე იაფ ‘დერეფანს’ ქმნის მსოფლიოში. ქვევით მოცემულია ფულის გადაგზავნის ყველაზე პოპულარული სისტემების მომსახურების ტარიფები :

    ბევრი რამ იწერება განვითარების საკითხებით დაინტერესებული მკვლევარების მიერ ფულადი გზავნილების გავლენის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამ რესურსის მაქსიმალურად ეფექტური გამოყენება გრძელვადიანი განვითარების უზრუნველსაყოფად. ხშირად, ფულად გზავნილებს ადარებენ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, რადგან ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი ნაწილი აუცილებელ პროდუქტებზე იხარჯება, როგორიცაა საკვები, ტანსაცმელი და გათბობა. შესაბამისად, ფულადი გზავნილების ძალიან მცირე ნაწილი რჩება „ინვესტიციების“ განსახორციელებლად.

    თუმცა, არსებობს მიზეზები, რაც გვაფიქრებინებს, რომ ფულადი გზავნილები უფრო ეფექტურია სიღარიბის დაძლევაზე ორიენტირებული განვითარებისთვის, ვიდრე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. პირველ რიგში, გზავნილების დახარჯვა საკვებზე, ტანსაცმელსა და სხვა საჭიროებებზე არა მხოლოდ პირდაპირ აუმჯობესებს ღარიბთა მდგომარეობას, არამედ ხელს უწყობს ადგილობრივ ეკონომიკას. თუ ფული იხარჯება საკვებზე, მაშინ მას, სავარაუდოდ, მასტიმულირებელი ეფექტი ექნება სოფლის მეორნეობაზე. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კი, როგორც წესი, კონცენტრირებულია ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბანკები, ტელეკომუნიკაციები და უძრავი ქონება. ეს სფეროები ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის ზოგადად, მაგრამ არ განაპირობებს ბევრი სამუშაო ადგილის შექმნას სოფლად მცხოვრები ღარიბი მოსახლეობისთვის.

    მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ფულადი გზავნილები ქვეყანაში უცხოური ვალუტის უფრო სტაბილურ შემოდინებას ნიშნავს, ვიდრე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. შესაბამისად, უფრო ნაკლებია მისი დამოკიდებულება კრიზისულ პერიოდებზე. 2008 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 24%-ით შემცირდა, ძირითადად ომის გამო. 2009 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 76%-ით ნაკლები იყო წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით. შედარებისთვის, ფულადი გზავნილები გაცილებით უფრო გამძლე რესურსუ აღმოჩნდა. 2008 წელს ფულადმა გზავნილებმა ქვეყანაში არათუ არ იკლო, არამედ იმატა კიდეც 16%-ით. 2009 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელი კი მხოლოდ 25%-ით ნაკლები იყო წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. შედეგად, 2009 წლის პირველი კვარტლის ფულადი გზავნილების ოდენობა საგრძობლად უფრო დიდი იყო, ვიდრე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა – 164 მლნ. აშშ დოლარი 125 მლნ. აშშ დოლართან შედარებით.

    ეს ბლოგპოსტი ეყრდნობა ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისთვის განხორციელებული კვლევის ფარგლებში „მობილური ტელეფონების გამოყენების შესაძლებლობა ფულადი გზავნილების განსახორციელებლად.“