„განათლების ადვოკატირების პროექტის“ ფარგლებში კვლევის პროცესში გამოჩნდა, რომ ერთ-ერთი მნიშნელოვან სფეროს, რომელიც სასკოლო განათლების რეფორმის და პოლიტიკის დაგეგმვის მნიშვნელოვან ნაკლებობას განიცდის, მოსწავლეთა კვება წარმოადგენს.
10 ივნისს გაიმართა ჩვენი კვლევის პირველადი შედეგების პრეზენტაცია ვებინარზე “კოვიდ-19 პანდემიის ზეგავლენა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაზე: სასწავლო დანაკარგები” (ვიდეო ქართულ ენაზე). პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია მასწავლებლების და სკოლის მოსწავლეთა მშობლების მონაწილეობით.
ილდო გლობალური კამპანიის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციასა და პრესტიჟის ამაღლებას, ასევე, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისთვის მათ გაცნობას.
10 ივნისს ჯეოველ რისერჩი გამართავს ონლაინ ვებინარს, სადაც განხილული იქნება კოვიდ-19 პანდემიის ზეგავლენა ზოგად განათლებაზე. ჯეოველ რისერჩი წარმოადგენს კვლევის პირველად შედეგებს. სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები ისაუბრებენ პანდემიის დროს გამოვლენილ საგანმანათლებლო გამოწვევებზე და ზეგავლენის უარყოფითი შედეგების შესამსუბუქებელ რეკომენდაციებზე. ვებინარი წარმოადგენს „საქართველოს განათლების ადვოკატირების პროექტის“ ნაწილს. პროექტს ახორციელებს ჯეოველ რისერჩი, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით.
განათლება უნდა ყოფილიყო საშუალება, რითაც საქართველო ეთნიკური უმცირესობების მოქალაქეობრივ ინტეგრაციას მოახდენდა. როგორც თამარ ბურდულმა აღმოაჩინა, ამ მიზნამდე შორი გზაა დარჩენილი.
პროექტი მოიცავს კვლევას საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის შესახებ. პროექტის მთავარი მიზანია მასწავლებლების, მშობლების და სხვა დაინტერესებული მხარეების (განსაკუთრებით, სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების) მიერ განათლების სისტემაში მხარდაჭერის გაზრდა.
როგორ გამოააშკარავა პანდემიამ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში არსებული უთანასწორობები