ამ კვლევის მიზანია, გამოიკვლიოს ის დარგები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ საჭიროებენ პროფესიული განათლების ტრენინგებს, პროფესიული განათლების სისტემა არ უზრუნველყოფს შესაბამის ტრენინგებს, გამოვიკვლიოთ შეუსაბამობის მიზეზები და მისი გამოსწორების შესაძლო გზები.
ეს ანგარიში მოიცავს იძულებით გადაადგილებულ პირთა 22 ახალი დასახლების და მეზობლად მდებარე მოსახლეობის კვლევას ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების ანალიზის და სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების მიმოხილვის გათვალისწინებით.
პროექტი მოიცავდა ფინანსური დაგეგმვას, სარგებლიანობის ანალიზს და ბიუჯეტის განვითარებას საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის პროექტისათვის 9 მილიონი ევროს ფარგლებში.
ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მუნიციპალური მმართველობისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეფასების გზით მხარი დაგვეჭირა GTZ პროექტის განვითარებისათვის.
დონორების ომის შემდგომ კონფერენციაზე 4,8 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დაპირებული დახარებიდან დაახლოებით 3-მა მილიარდმა (ამჟამინდელი კურსის მიხედით) სესხის სახე მიიღო. სესხის ნახევარი გადაეცა მთავრობას, ხოლო მეორე ნახევარი – კერძო კომპანიებს. ანგარიშში განხილულია დახმარების სესხის კომპონენტი.
კვლევა ეხება იმას, თუ რამდენად გამოსადეგია მობილური ბანკინგის სისტემა საქართველოში, და თუ გამოსადეგია, რამდენად შეიძლება გამოიყენებოდეს საერთაშორისო გზავნილების განსახორციელებლად.
ადამიანური განვითარების ანგარიში UNDP-ის კვლევის დოკუმენტია, ტარდება 3-4 წელიწადში ერთხელ და სწავლობს ქვეყნის კონკრეტულ ელემენტს ადამიანთა განვითარების თვალსაზრისით.
ანგარიში მომზადებულია საერთაშორისო ორგანიზაცია ქეასთვის კავკასიაში და წარმოადგენს 2008 წლის იანვარში არსებული ქართული ეკონომიკის, მთავრობის მდგომარეობისა და სოციო-პოლიტიკური კლიმატის შეფასებას „საშუალოვადიანი სტრატეგიული გეგმის“ წინასწარ მიმოხილვის ფარგლებში.