პროექტი მოიცავს კვლევას საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის შესახებ. პროექტის მთავარი მიზანია მასწავლებლების, მშობლების და სხვა დაინტერესებული მხარეების (განსაკუთრებით, სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების) მიერ განათლების სისტემაში მხარდაჭერის გაზრდა.
ჯეოველ რისერჩი პროექტს ახორციელებს ფიფლ ინ ნიდ საქართველოსთან თანამშრომლობით. პროექტი ითვალისწინებს საქართველოში სასესხო ვალდებულებებისა და არაკეთილსინდისიერი საკრედიტო პრაქტიკის მხრივ არსებული გამოწვევების შესწავლას.
ამ კვლევის მიზანია, გამოიკვლიოს ის დარგები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ საჭიროებენ პროფესიული განათლების ტრენინგებს, პროფესიული განათლების სისტემა არ უზრუნველყოფს შესაბამის ტრენინგებს, გამოვიკვლიოთ შეუსაბამობის მიზეზები და მისი გამოსწორების შესაძლო გზები.
ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მუნიციპალური მმართველობისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეფასების გზით მხარი დაგვეჭირა GTZ პროექტის განვითარებისათვის.
კვლევის საფუძველზე ჩვენ გამოვყავით ოთხი ძირითადი დარგი, სადაც ქეა კავკასიის ახალი პროგრამის მიზნის მისაღწევად მოქმედება ყველაზე გამართლებული იქნებოდა.
დონორების ომის შემდგომ კონფერენციაზე 4,8 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დაპირებული დახარებიდან დაახლოებით 3-მა მილიარდმა (ამჟამინდელი კურსის მიხედით) სესხის სახე მიიღო. სესხის ნახევარი გადაეცა მთავრობას, ხოლო მეორე ნახევარი – კერძო კომპანიებს. ანგარიშში განხილულია დახმარების სესხის კომპონენტი.
კვლევა ეხება იმას, თუ რამდენად გამოსადეგია მობილური ბანკინგის სისტემა საქართველოში, და თუ გამოსადეგია, რამდენად შეიძლება გამოიყენებოდეს საერთაშორისო გზავნილების განსახორციელებლად.
კვლევა ეხება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული საბიუჯეტო დაგეგმარების პროექტებს და ასევე იმას, რამდენად წარმატებულია საშუალოვადიანი დანახარჯების ჩარჩო-პროგრამა გრძელვადიანი პოლიტიკის დაგეგმარების კუთხით და რამდენად ადევნებს თვალს რეფორმის მიმდინარეობას კონტროლის პალატა.
ადამიანური განვითარების ანგარიში UNDP-ის კვლევის დოკუმენტია, ტარდება 3-4 წელიწადში ერთხელ და სწავლობს ქვეყნის კონკრეტულ ელემენტს ადამიანთა განვითარების თვალსაზრისით.
ანგარიში მომზადებულია საერთაშორისო ორგანიზაცია ქეასთვის კავკასიაში და წარმოადგენს 2008 წლის იანვარში არსებული ქართული ეკონომიკის, მთავრობის მდგომარეობისა და სოციო-პოლიტიკური კლიმატის შეფასებას „საშუალოვადიანი სტრატეგიული გეგმის“ წინასწარ მიმოხილვის ფარგლებში.