• მთავარი გვერდი
  • ჩვენ შესახებ
  • საჯარო სკოლების რუკა (განახლება)
  • საჯარო სკოლების რუკა
  • აპრილი 29, 2021
    სასკოლო განათლება

    პროექტი მოიცავს კვლევას საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის შესახებ. პროექტის მთავარი მიზანია მასწავლებლების, მშობლების და სხვა დაინტერესებული მხარეების (განსაკუთრებით, სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების) მიერ განათლების სისტემაში მხარდაჭერის გაზრდა.

    ოქტომბერი 16, 2020
    სასესხო ვალდებულებები

    ჯეოველ რისერჩი პროექტს ახორციელებს ფიფლ ინ ნიდ საქართველოსთან თანამშრომლობით. პროექტი ითვალისწინებს საქართველოში სასესხო ვალდებულებებისა და არაკეთილსინდისიერი საკრედიტო პრაქტიკის მხრივ არსებული გამოწვევების შესწავლას.

    სექტემბერი 29, 2010
    პროფესიული განათლება საქართველოში (2010)

    ამ კვლევის მიზანია, გამოიკვლიოს ის დარგები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ საჭიროებენ პროფესიული განათლების ტრენინგებს, პროფესიული განათლების სისტემა არ უზრუნველყოფს შესაბამის ტრენინგებს, გამოვიკვლიოთ შეუსაბამობის მიზეზები და მისი გამოსწორების შესაძლო გზები.

    ივნისი 27, 2010
    იძულებით გადაადგილებულ პირთა სიტუაციური ანალიზი (2010)

    ეს ანგარიში მოიცავს იძულებით გადაადგილებულ პირთა 22 ახალი დასახლების და მეზობლად მდებარე მოსახლეობის კვლევას ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების ანალიზის და სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების მიმოხილვის გათვალისწინებით.

    იანვარი 20, 2010
    KfW დაცული ტერიტორიების ფინანსური ანალიზი და პროექტის განვითარება (2010)

    პროექტი მოიცავდა ფინანსური დაგეგმვას, სარგებლიანობის ანალიზს და ბიუჯეტის განვითარებას საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის პროექტისათვის 9 მილიონი ევროს ფარგლებში.

    იანვარი 20, 2010
    სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების შეფასება GTZ-თვის (2010)

    ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მუნიციპალური მმართველობისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეფასების გზით მხარი დაგვეჭირა GTZ პროექტის განვითარებისათვის.

    იანვარი 20, 2010
    ქეა კავკასია – სიღარიბის ძირითადი მიზეზები და პროგრამის განვითარება (2010)

    კვლევის საფუძველზე ჩვენ გამოვყავით ოთხი ძირითადი დარგი, სადაც ქეა კავკასიის ახალი პროგრამის მიზნის მისაღწევად მოქმედება ყველაზე გამართლებული იქნებოდა.

    ოქტომბერი 12, 2009
    UNDP ბელარუსის სტრატეგიული გეგმის საშუალოვადიანი შეფასება (2009)

    შეფასების ძირითადი ფოკუსი იყო UNDP-ს ბელორუსიაში არსებული პროექტების სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა. ამ პროექტის მეშვეობით შეფასდა საპროექტო პორტფოლიო 2006 წელს ქვეყნის სტრატეგიული პროგრამული დოკუმენტის მიზნებთან შესაბამისობის გათვალისწინებით.

    სექტემბერი 29, 2009
    ომის შემდგომი დახმარების სესხის კომპონენტის ანალიზი (2009)

    დონორების ომის შემდგომ კონფერენციაზე 4,8 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დაპირებული დახარებიდან დაახლოებით 3-მა მილიარდმა (ამჟამინდელი კურსის მიხედით) სესხის სახე მიიღო. სესხის ნახევარი გადაეცა მთავრობას, ხოლო მეორე ნახევარი – კერძო კომპანიებს. ანგარიშში განხილულია დახმარების სესხის კომპონენტი.

    სექტემბერი 6, 2009
    მობილური ტელეფონების გამოყენების შესაძლებლობა ფულადი გზავნილების განსახორციელებლად (2009)

    კვლევა ეხება იმას, თუ რამდენად გამოსადეგია მობილური ბანკინგის სისტემა საქართველოში, და თუ გამოსადეგია, რამდენად შეიძლება გამოიყენებოდეს საერთაშორისო გზავნილების განსახორციელებლად.

    უკანასკნელი პოსტები