კვლევა ეხება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული საბიუჯეტო დაგეგმარების პროექტებს და ასევე იმას, რამდენად წარმატებულია საშუალოვადიანი დანახარჯების ჩარჩო-პროგრამა გრძელვადიანი პოლიტიკის დაგეგმარების კუთხით და რამდენად ადევნებს თვალს რეფორმის მიმდინარეობას კონტროლის პალატა.
ადამიანური განვითარების ანგარიში UNDP-ის კვლევის დოკუმენტია, ტარდება 3-4 წელიწადში ერთხელ და სწავლობს ქვეყნის კონკრეტულ ელემენტს ადამიანთა განვითარების თვალსაზრისით.
ანგარიში მომზადებულია საერთაშორისო ორგანიზაცია ქეასთვის კავკასიაში და წარმოადგენს 2008 წლის იანვარში არსებული ქართული ეკონომიკის, მთავრობის მდგომარეობისა და სოციო-პოლიტიკური კლიმატის შეფასებას „საშუალოვადიანი სტრატეგიული გეგმის“ წინასწარ მიმოხილვის ფარგლებში.
კვლევა ჩატარდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან ერთად, იმ მიზნით, რომ დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების სახელმწიფო დეპარტამენტისათვის შეეთავაზებინათ წინადადება, შეეფასებინათ , რამდენად არსებობს სამოქალაქო მომსახურებების სფეროში ცვლილებების განხორციელების პოლიტიკური სურვილი.
ანგარიშში განხილულია საქართველოს ოპოზიის სუსტი მხარეები 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში, მაშინ, როცა ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებდა პარლამენტს და იმუქრებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებითაც.