• მთავარი გვერდი
  • ჩვენ შესახებ
  • საჯარო სკოლების რუკა (განახლება)
  • საჯარო სკოლების რუკა
  • მაისი 25, 2021
    პროექტის “ვალების კრიზისის დაძლევა საქართველოში ჩეხური ინოვაციებით” დახურვის ღონისძიება

    გუშინ, სავალო კრიზისის დაძლევაზე მიმართული პროექტის ფარგლებში, „ფიფლ ინ ნიდმა” ჩეხეთის საელჩოში პროექტის დასკვნით ღონისძიებას უმასპინძლა.   შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისევე როგორც სხვა დაინტერესებული მხარეები. ღონისძიების მსვლელობისას, „ფიფლ ინ ნიდის“ და „ჯეოველ რისერჩის“ წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს პროექტის მიღწევები, ასევე კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემები და შესაბამისი რეკომენდაციები.   ღონისძიება მიზნად ისახავდა

    მაისი 1, 2021
    მიხეილ სვანიძე რადიო თავისუფლების ეთერში ჭარბვალიანობის საკითხებზე

    “საქართველოში ადამიანების 70-მდე პროცენტს აქვს დღეს ვალი.“

    აპრილი 29, 2021
    სესხის გზამკვლევი

    ეს არის მომხმარებელთათვის მარტივად აღსაქმელი ინსტრუმენტი, რომელიც დაეხმარება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფებს (LAG) საბანკო დავალიანების მქონე ან სესხის აღებით დაინტერესებული პირებისთვის საჭირო მიუკერძოებელი კონსულტაციების გაწევაში.

    აპრილი 28, 2021
    როგორ უნდა დაინერგოს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკა

    ჯეოველ რისერჩის მკვლევარმა მიხეილ სვანიძემ “საქმიანი დილის” ეთერში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკის დანერგვის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

    აპრილი 16, 2021
    სტატია: საბანკო ვალების მარწუხებში მოქცეული ქართველი პენსიონერები

    პარადოქსულია, რომ საქართველოს უღარიბეს მოქალაქეებს – მოხუცებს – კრედიტზე უმარტივესი წვდომა აქვთ. მაგრამ არა უპირობოდ.

    აპრილი 15, 2021
    ვებინარი: საკრედიტო ვალდებულებებთან დაკავშირებული გამოწვევები საქართველოში

    ვებინარზე ჯეოველ რისერჩმა წარმოადგინა ამ საკითხის კვლევის პირველადი შედეგები.

    მარტი 25, 2021
    ონლაინ ტრენინგი ფინანსური წიგნიერების შესახებ

    გასულ შაბათს, ფინანსური წიგნიერების ამაღლების მიზნით, People in Need Georgia-მ GeoWel Research-ის და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ექსპერტების ფასილიტაციით LAG–ის წევრებისთვის ონლაინ ტრენინგი გამართა.

    იანვარი 7, 2021
    სტატია: თანამედროვე რობინ ჰუდი ვალებში ჩაფლულ ქართველებს დამცველად მოევლინა

    ქვეყანას ევროპაში ვალის მშპ-სთან მიმართებაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კოეფიციენტი აქვს. სიტუაციას პანდემია კიდევ უფრო ამძიმებს. 20 ნოემბერს, თბილისის ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში იარაღით და ხელყუმბარით შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცი შევიდა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. ერთი შეხედვით, ეს უბრალო ძარცვას ჰგავდა. მაგრამ მძარცველად შერაცხულ, 31 წლის დურგალ ლევან ზურაბაშვილს ფული არ მოუთხოვია. ამის ნაცვლად, მან საქართველოს მთავრობას

    ოქტომბერი 16, 2020
    სასესხო ვალდებულებები

    ჯეოველ რისერჩი პროექტს ახორციელებს ფიფლ ინ ნიდ საქართველოსთან თანამშრომლობით. პროექტი ითვალისწინებს საქართველოში სასესხო ვალდებულებებისა და არაკეთილსინდისიერი საკრედიტო პრაქტიკის მხრივ არსებული გამოწვევების შესწავლას.

    უკანასკნელი პოსტები