GeoWel Research ატარებს ეკონომიკური განვითარების, ბიზნესისა და მმართველობის საკითხებთან დაკავშირებულ კვლევებს საქართველოში და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში. ჩვენი კვლევა შეიცავს როგორც პირველად, ისე მეორეულ წყაროებს სრული და ქმედებებზე ორიენტირებული კვლევის დოკუმენტის შესაქმნელად. ეს ეხმარება ჩვენს კლიენტებს, შექმნან ან, საჭიროებისამებრ, შეცვალონ თავიანთი პროექტები, პოლიტიკა თუ პროდუქცია.
ჩვენ ვაერთიანებთ საერთაშორისო და ადგილობრივ ცოდნას, რათა უზრუნველვყოთ კვლევის მაღალი სტანდარტების და ადგილობრივი კონტექსტის დეტალური ცოდნის ერთობლიობა. ჩვენს მკვლევრებს ჩატარებული აქვთ კვლევები საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის (გაერთიანებული ერების სააგენტოები _ UNDP და UNICEF), განვითარების ორგანიზაციებისა (გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (GTZ), „ქეა საერთაშორისო“ (CARE International) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის (ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი (EPF) და ბიუჯეტის საერთაშორისო თანამშრომლობა (IBP)).