• მთავარი გვერდი
  • ჩვენ შესახებ
  • საჯარო სკოლების რუკა (განახლება)
  • საჯარო სკოლების რუკა
  • პროექტის “ვალების კრიზისის დაძლევა საქართველოში ჩეხური ინოვაციებით” დახურვის ღონისძიება
    მაისი 25, 2021

    პროექტის “ვალების კრიზისის დაძლევა საქართველოში ჩეხური ინოვაციებით” დახურვის ღონისძიება

    გუშინ, სავალო კრიზისის დაძლევაზე მიმართული პროექტის ფარგლებში, „ფიფლ ინ ნიდმა” ჩეხეთის საელჩოში პროექტის დასკვნით ღონისძიებას უმასპინძლა.
     
    შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისევე როგორც სხვა დაინტერესებული მხარეები. ღონისძიების მსვლელობისას, „ფიფლ ინ ნიდის“ და „ჯეოველ რისერჩის“ წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს პროექტის მიღწევები, ასევე კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემები და შესაბამისი რეკომენდაციები.
     
    ღონისძიება მიზნად ისახავდა დაინტერესებული აქტორების ჩართულობით სავალო კრიზისის ირგვლივ არსებული პრობლემების კიდევ ერთხელ განხილვას და შესაძლო გამოსავლის მოძიებას.
     
    პროექტს “ვალების კრიზისის დაძლევა საქართველოში ჩეხური ინოვაციებით” ახორციელებს ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ „ჯეოვერ რისერჩთან“ თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.