• მთავარი გვერდი
  • ჩვენ შესახებ
  • საჯარო სკოლების რუკა (განახლება)
  • საჯარო სკოლების რუკა
  • გუნდი


    დოქტორი ჯორჯ ველტონი

    ჯორჯ ველტონი ჯეოველ რისერჩის აღმასრულებელი დირექტორია. მან ჯეოველ რისერჩი 2009 წელს დააარსა. ჯორჯი საქართველოში და მის რეგიონში 2004 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს. ამ დროის განმავლობაში მან 100-ზე მეტი კვლევითი პროექტი განახორციელა როგორც ჯეოველის ფარგლებში, ასევე როგორც დამოუკიდებელმა კონსულტანტმა. მას უთანამშრომლია საქართველოში განვითარების კუთხით მომუშავე ყველა მთავარ აქტორთან, მთავრობასთან და კერძო სექტორთან. ჯორჯი აქტიურად წერს და აქვეყნებს ნაშრომებს როგორც რეგიონული ეკონომიკის, პოლიტიკის და გეოპოლიტიკის მიმართულებით, ასევე საჯარო პოლიტიკის საკითხებზე, მათ შორისაა განათლება, ეკონომიკური და განვითარების პოლიტიკა, სავაჭრო პოლიტიკა, სასოფლო განვითარება, საჯარო ფინანსების მართვა, საჯარო ინფრასტრუქტურა და მმართველობის დაგეგმვა. მას ასევე აქტიურად უმუშავია სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების საკითხებზე, მათ შორის გენდერთან დაკავშირებული საკითხები, სიღარიბე, შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებული პოლიტიკა და ეთნიკური უმცირესობები.

    ჯორჯი ასევე არის საქართველოში არსებული ყველაზე დიდი საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის, ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი. იგი ფლობს უეილსის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით და ცხოვრობს საქართველოში ცოლთან და სამ შვილთან ერთად.

    თამარ ბურდული

    თამარ ბურდული ჯეოველ რისერჩის პროექტის მენეჯერი და უფროსი მკვლევარია. იგი ჯეოველ რისერჩის გუნდს 2014 წელს შემოუერთდა.  თამარს რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის ათწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის და არამარტო საბაზისო კვლევის, საჭიროებების შეფასების, მონიტორინგისა და შეფასების მიმართულებით. მას უმუშავია საჯარო პოლიტიკის, მმართველობის და ეკონომიკის მრავალ საკითხებზე, როგორიცაა რეგიონული განვითარება, სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, ტურიზმი, ცირკულარული მიგრაცია, ზოგადი და პროფესიული განათლება, დასაქმება, გენდერი, შეზღუდული შესაძლებლობები, ახალგაზრდები და ბავშვები, ეთნიკური უმცირესობები და სხვა მოწყვლად და უმცირესობათა ჯგუფებთან დაკავშირებული საკითხები. თამარი ჩართულია კვლევის ყველა ეტაპზე – კვლევის დიზაინი, მონაცემთა შეგროვება, მონაცემთა ანალიზი და ანგარიშის მომზადება. მას გააჩნია მონაცემთა შეგროვების მეთოდების – სამაგიდე კვლევა, გამოკითხვა, სიღრმისეული ინტერვიუირება, ფოკუს ჯგუფი – გამოყენების ფართო გამოცდილება. თამარი ფლობს ევროპის კოლეჯის (ვარშავა, პოლონეთი) მაგისტრის ხარისხს ევროპულ ინტერდისციპინურ კვლევებში და ამჟამად არის მაგისტრანტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (თბილისი, საქართველო) სოციალურ ფსიქოლოგიის მიმართულებით.

    მიხეილ სვანიძე

    მიხეილ სვანიძე ჯეოველ რისერჩის პროექტის მენეჯერი და უფროსი მკვლევარია.

    უკანასკნელი პოსტები