• მთავარი გვერდი
  • ჩვენ შესახებ
  • კვლევები
  • საჯარო სკოლების რუკა (განახლება)
  • საჯარო სკოლების რუკა
  • სასკოლო განათლება
    აპრილი 29, 2021

    სასკოლო განათლება

    საქართველოს ზოგადი განათლების ადვოკატირების პროექტი (2020-2021)

    პროექტი მოიცავს კვლევას საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის შესახებ. პროექტის მთავარი მიზანია მასწავლებლების, მშობლების და სხვა დაინტერესებული მხარეების (განსაკუთრებით, სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების) მიერ განათლების სისტემაში მხარდაჭერის გაზრდა. შედეგად, რეფორმის დრის წესრიგი მეტად ორიენტირებული იქნება იმ მხარეების დასაცავად, რომელთა საჭიროებებიც ყველაზე ნაკლებად არის უზრუნველყოფილი არსებული საგანმანათლებლო სისტემის მიერ. პროექტის მიზანია, გააუმჯობესოს ინკლუზიური განათლების ხარისხი და უზრუნველყოს მეტად ინფორმირებული, აქტიური და მონაწილეობითი ჩართულობა, რაც, თავის მხრივ, წვლილს შეიტანს გენდერული თანასწორობის, სოციალური ინკლუზიურობის და სამოქალაქო ჩართულობის გაზრდაში.

    პროექტის მთავარი აქტივობებია:

    1. განათლებასა და მოწყვლადი მოსახლეობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ პოლიტიკური დოკუმენტების შემუშავება
    2. განათლებასა და მოწყვლადი მოსახლეობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ სტატიებისა და ბლოგების შემუშავება
    3. საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული საჭიროებების შესახებ ელექტრონული ბაზის/პლატფორმის წარმოება
    4. ყველაზე დიდი გამოწვევების მქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან ჩართულობა ინფრასტრუქტურის შესახებ.

    პროექტი ხორციელდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით.

    იხილეთ ყველა პოსტი ამ პროექტისთვის