ანგარიში მომზადებულია საერთაშორისო ორგანიზაცია ქეასთვის კავკასიაში და წარმოადგენს 2008 წლის იანვარში არსებული ქართული ეკონომიკის, მთავრობის მდგომარეობისა და სოციო-პოლიტიკური კლიმატის შეფასებას „საშუალოვადიანი სტრატეგიული გეგმის“ წინასწარ მიმოხილვის ფარგლებში. პირველ რიგში, ნაშრომში მიმოხილულია საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური გარემო, რაც საშუალებას აძლევს რეგიონის არმცოდნეებს, მიიღონ ინფორმაცია საქართველოს შესახებ, კვლევა ასევე მოიცავს განვითარების მაჩვენებლების მოკლე დახასიათებას სტრატეგიული მიმოხილვისთვის.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია განვითარებისთვის აუცილებელ ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა ეკონომიკაში – სიღარიბისა და უმუშევრობის პრობლემები, ურბანული ცენტერისაგან დაშორებული ტერიტორიებისათვის მომსახურების მიწოდების სიძნელეები და რუსეთთან ურთიერთობის სიმცირის გავლენები ეკონომიკურ განვითარებაზე.